Hi-Techრობოტებიტექნოლოგია

რობოტი ზურგჩანთაში: როდესაც ორი ხელი საკმარისი არ არის

Carnegie Mellon University-ს ბიორობოტექნიკის ლაბორატორიაში შეიქმნა მოდულური გველისმაგვარი რობოტი. თავდაპირველად იგი შემუშავებული იყო რთულად მისადგომ ადგილებში შეღწევისათვის სამძებრო-სამაშველო მისიებში ან საინჟინრო ინფრასტრუქტურის შემოწმების მიზნით. მოგვიანებით კი მან გამოყენება ჰპოვა რობოტექნიკის სფეროს სხვადასხვა მიმართულებაში.

რამდენიმე წლის წინ რობოტი გადაკეთდა მოდულურად, რამაც ინჟინრებს საშუალება მისცა სხვადასხვა კომბინაციებით აეწყოთ, გადაეწყოთ დეტალები და შეეცვალათ გაუმართავი სეგმენტები. რობოტის მოდულებისაგან CMU-ის სტუდენტებმა შექმნეს მთელი რიგი სხვადასხვა მოწყობილობის სერია, მათ შორისაა რობოტი ობობა, რომელსაც ექვსი რობოტიზებული კიდური აქვს.

მოწყობილობებიდან კიდევ ერთ-ერთია მანიპულატორი, რომელიც ზურგჩანთასავით ემაგრება ზურგზე ადამიანს. პროექტის ავტორია CMU-ის დოქტორანტურის სტუდენტი ჯულიან უიტმენი. პროექტის მთავარი იდეაა რობოტის მეშვეობით განხორციელდეს ისეთი ოპერაციები, რისი კეთებაც რთულია ორი ხელისათვის. დამხმარე „მესამე ხელი“ იმართება ჩვეულებრივი გეიმპადის მეშვეობით.

როგორც უიტმენი აცხადებს, რობოტზე შესაძლებელია კიდევ რამოდენიმე კიდურის დამატება – იმდენის, რა წონის აწევასაც ადამიანი შეძლებს. შეზღუდვები დაკავშირებულია მხოლოდ „კიდურების“ კონტროლირების პროცესთან.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button