პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რაოდენი

რაოდენი იყო მსხვერპლი,
გახსოვს იგი დრო?
ძირს სისხლის ღვრა! აი, რაზე
უნდა იფიქრო!
ომი ომს, თუ გმირობაა
და სიმამაცე –
გმართებს, პროლეტარიატო,
ფიქრი ამაზე.
ვინ ჩაუგდო ხელში ვერაგს
ხმალი ან საჭე?
ამ საქმეზე იფიქრე და
თვითონ განსაჯე…
მეცნიერის, ხელოვანის,
მჭედლის, მეგუთნის
გზა სწორია, და მძლე სიტყვა
აწ შენ გეკუთვნის!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button