მოდა და სტილი

Valentino – 2019 წლის გაზაფხულის ჩვენება

1932 წელს ლომბარდიაში, ვონიერაში დაიბადა ბიჭი, ვალენტინო კლემენტე ლუდოვიკო გარავანი.  17 წლის ასაკში პარიზში უმაღლეს სამხატვრო სკოლაში ჩაირიცხა, შემდეგ კი პარიზის მოდის პალატაში განაგრძო სწავლა. დიპლომის დაცვის შემდეგ კრისტობალ ბალენსიაგოსთან სტაჟირება სურდა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს. სამშობლოში დაბრუნებულმა 27 წლისას მდიდრულ რომაულ აპარტამენტებში, ლეგენდარული Spannish Steps_ის მახლობლად, საკუთარი ატელიე გახსნა. მდებარეობის წყალობით ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გაიცნო დიდგვაროვანი ქალბატონები და ცნობილი მსახიობები. “მოდის ხელმწიფედ” წოდებული დიზაინერი მოდაზე ყოველთვის ანთებული თვალებითა და ენერგიული ახალგაზრდასავით საუბრობს. მისი ნამუშევრები ძვირადღირებული ტილოთი, მაქმანებით, ბაფთებით, ბრიალენტებითაა შესრულებული. ვალენტინოს კაბის პატარძლები არიან: ჯენიფერ ლოპესი, ელიზაბეტ ტეილორი, ჟაკლინ კენედი, კორტნი კოკსი, ჯეკი ონასისი.

წარმოგიდგენთ 2019 წლის გაზაფხულის ჩვენების Valentino_ს ნამუშევრებს:

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button