საკითხავი

კრისტოფერ ტეილორ ბაკლი “დებატები მარტინის თანხლებით”

(ინგლისურიდან თარგმნა ნატალია ქადაგიძემ) 

(კრისტოფერ ტეილორ ბაკლი – ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი. რედაქტორობდა ჟურნალ ” Esquire”-ს. იყო ჯორჯ ბუშ – უფროსის რეფერენტი. უკანასკნელი ოცი წელია, ჟურნალ „Forbs life” – ხ ელმძღვანელობს. მისი თერთმეტი რომანიდან ხუთი,  გამოცემისთანავე, ბესტსელერი გახდა, ხოლო ცხრა ნაწარმოებმა „წლის საუკეთესო წიგნის” წოდება მოიპოვა. მწერალს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა „გმადლობთ, რომ ეწევით” (Thank you for smoking).

ტომ ბროკოუს ინტერვიუ  ”ნიუ-იორკ  ტაიმსში” (ავტორის მიერ შეთავაზებული წინასაარჩევნო დებატების ორიგინალური ვარიანტი) 

ორივე ერთდროულად  მოვიდა ჩემთან სახლში. მე მათ თითო ულუფა მარტინი მოვუმზადე. სწრაფად გამონახეს საერთო ენა…

ბროკოუ: ბატონო პრეზიდენტო (იგულისხმება ჯოჯ ბუში – უფროსი), გუბერნატორო (იგულისხმება ბილ კლინტონი), გმადლობთ, რომ პატივი დამდეთ თქვენი სტუმრობით. სამწუხაროდ, უარი თქვა მოწვევაზე მინისტრმა პერომ, ის ხომ ცნობილი არამსმელია… როგორ მარტინის ინებებთ?

ბუში: ძალიან მშრალს, ხილით და ყინულით.

კლინტონი: მე ლუდი მირჩევნია, გმადლობთ.

ბუში: ო!  ეს თქვენი ”მილერი”? მეგონა, რომ დღეს არ შევსვამდით სხვა ”მარტინის”.

კლინტონი: მე გავიზარდე ქალაქ ხოუპში, სადაც სიმინდის ლიქიორს სვამდნენ. ჯინი მხოლოდ სოფლის კლუბებში ჰქონდათ.

ბუში: პირადად მე არ დავიწყებდი სოფლის კლუბებიდან…  მითუმეტეს, თუ იქნებოდა ჩემზე ზეწოლა ერთი პრორუსული კლუბის – ”მხოლოდ თეთრებისთვის” – წევრობისთვის. გესმით, რას ვგულისხმობ? ჰა-ჰა-ჰა!

კლინტონი: მე არასოდეს ვყოფილვარ მისი წევრი. მართალია, ორჯერ ვითამაშე გოლფი ბიზნესმენებთან, მათი შექეზებისთვის და ბიძგისთვის… საიმედო კომპანიების გარეშე ჩვენ ვერ ჩავდებთ ინვესტიციებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურებში, ხომ გესმით…

ბროკოუ: როგორ მოგიმზადოთ მარტინი, გუბერნატორო?

კლინტონი: ლუდის ჭიქაში. ზეთის ხილი – ცალკე. ნიგოზი ან მარილიანი კრეკერები ხომ არ გაქვთ?

ბუში: რა არის? გადავწყვიტეთ ერთად დავლიოთ?

კლინტონი:  იცი, ტომ, მე ნასვამი უფრო კარგად ვხელმძღვანელობ, ვიდრე – ის, ფხიზელი. თუმცა, ძალიან არასოდეს დავმთვრალვარ.

ბუში: შევცვალოთ ეს დელიკატური თემა. მე მიხარია, რომ საუბარი შეეხო კაკალს. ვფიქრობ, ჩვენი საუცხოო ქვეყნის ყველა მოქალაქეს კარგად ახსოვს დიადი ბატონი ”კაკალი” (იგულისხმება პრეზიდენტი ჯეიმს კარტერი, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ოჯახური ბიზნესით – არახისის საბითუმო ვაჭრობით იყო დაკავებული).

თუმცა, ის  მწვერვალებს ვერ შესწვდა… მაგრამ რას ელოდით მიწიერი კაკლისგან?

ბროკოუ: ეს თქვენი კრედოა, სერ?

ბუში: ნამდვილად. მმმ… მე კიდევ დავლევდი. მხოლოდ – ცოტა ნაკლები ვერმუტით და მეტი ჯინით.

კლინტონი: გმადლობ, ტომ. პირველ რიგში, მე და ალბერტ გორი დარწმუნებულები ვართ, რომ დადგა დრო ახლანდელ დემოკრატიულ პარტიას, უახლესი კურსის პარტიას, უფრო ძლერი, შერეული სასმელები შევთავაზოთ. ამიტომ მეც კიდევ ერთ ჭიქას შევსვამ.

მეორე რიგში, ძალიან სასიამოვნოა საუბარი ასე მასშტაბურად მოაზროვნე კოლეგასთან, გეოგრაფიის და ბიოლოგიის ღრმად მცოდნესთან, რომელმაც მკაფიოდ და თვითმყოფადად დაახასიათა სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან ერთერთი უმთავრესი. მესამე რიგში, შეიძლება, კიდევ ზეთისხილი? უნდა ითქვას, რომ ჩვენ, არკანზასში, აქტიურად ვთანამშრომლობთ მებაღეობის საზოგადოებებთან – ვიბრძვით ზეთისხილის ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ.

ბუში: დიდი მადლობა. მმმ… ასე გაცილებით გემრიელია. შეიძლებოდა უფრო მაგარ… უფრო მშრალი-მეთქი, მაგრამ ასეც ნორმალურია. მინდა ვკითხო გუბერნატორს, რას სვამდა ის ჩვეულებრივ, როცა ოქსფორდის სტუდენტი იყო ან – ვიეტნამთან ომის დროს ?.. ლუდს სახელწოდებით ”გაწვევას”?  მიპასუხეთ ადვოკატო, გაახარეთ პოპულისტები!

კლინტონი: რამდენჯერ! – ისევ ჯარზე, ისევ ჯარში გაწვევაზე. დღეს ჩემს დღის წესრიგშია  არავითარი დღის წესრიგი. შეიძლება  კიდევ ერთი ჭიქა ზეთიხილით?

ბუში: იცი, ტომ, როცა ფრონტზე ვიბრძოდი, იაპონელებმა დაარტყეს ჩემს თვითმფრინავს, ეტყობა,  გვერდით გატყორცნილმა, მიაღწია გუბერნატორ ”ელვისამდეც”…  მე ვფართხალებდი როგორც  ძაღლი ზვიგენებით სავსე ზღვაში, როგორც სველი სპანიელი. ძალან ცუდ დღეში ვიყავი, ძალიან. იცი, რაზე ვფიქრობ მუდმივად?  რაზეც  ამ ბიჭს და ზოგიერთს ურჩევნია არ იფიქროს, მოკლედ – ღ მ ე რ თ ზ ე. როცა წარმოვიდგენ რა შეიძლება მომხდარიყო, ახლაც კანკალი მიტანს. ამიტომ , საჭიროა სასწრაფოდ გახურება. კიდევ ერთი, თუ შეიძლება. იმის გახსენებით, თუ  როგორ ვვარდებოდი,  ლამის ოხვრა წამომცდეს.

კლინტონი: ეხ, ტომ, რაღაც კეთილშობილურია თითქოს ლუდის სმა, როცა ქვეყანაში ბევრი უმუშევარია და მათ არ შეუძლიათ ჯინის ყიდვა. გემანელებმა და იაპონელებმა  საგრძნობლად  გაგვასწრეს შესმული ჯინის რაოდენობით. სხვათაშორის, იაპონელები ყველაზე წინ არიან ჯინის – ვერმუტით მოხმარების მიხედვით.

ბუში: მგონი, უკანასკნელს ლიბერალ-დემოკრატებიდან – ”ჯ” და ”ლ” – საც ( იგულისხმება ლინდონ ჯონსონი)  არ უყვარდა მარტინი.

კლინტონი: ეს თქვენ ხართ ყველაფრის მოყვარული. კარგი, კიდევ – თითო. ჩააგდე შიგ ზეთისხილი, ტომ!

ბუში: უბრალოდ შანჯღრიე ვემუტის ბოთლი ჭიქაზე, საცობი, სჯობს არ გამოაძრო… რეცეპტი ბიძია ჰერბისგან ( იგულისხმება მისივე მეორე სახელი – ჰერბერტი), საფირმო. მოკლედ, რაზე შევჩერდით?  საუბრის ”ძაფი” დავკარგე…       

კლინტონი: ისაია ბერლინი (იგულისხმება ირვინგ ბერლინი – პოპულარული სიმღერების და მუზიკლების ავტორი) ამბობდა, რომ ელვის პრესლი ჰგავს  მაჩვს, ხენკ უილიამი კი – მელას.

ბუში: ბერლინი დიდი ქალაქია. კედელი. ის დაანგრიეს, ეშმაკმა დალახვროს. მაგრამ მე იქ არ მინახავს არანაირი მელიები.  მაჩვები – მითუმეტეს.  დიახ. გმადლობ, ტომ. აი, მესმის მარტინი. გორბაჩოვსაც ზუსტად ასეთი უყვარდა.  გაინტერესებს როგორ დავარწმუნე მე ის რომ კომუნიზმი დაენგრია? – დავალევინე მარტინი ამ რეცეპტით…  გორბის გერბისგან. და კარგადაც იმუშავა.

კლინტონი:  კედლის დანგრევის საქმეში  გერმანელებმა ჩვენ ოსტატურად ჩამოგვიცილეს. რადგან ეს სუსტი კუეილი ოთხი წელია… დროა სახლში წავიდეს. არ ვიცი, ახლა ვინ დაჯდება საჭესთან, პირადად მე არ დავჯდები. უკვე მოველაპარაკე ელ გორს, ის იქნება ჩემი მძღოლი. მე წინასწარმჭვრეტელი ადამიანი ვარ.

ბუში: იცი ვინ ჰგავს თითქოს მელას? – შენი ჰილარი, ნამდვილი მელიაა. ძალიან საყვარელია.  ტიპპერი, უფრო,  მაჩვს ჰგავს, მაგრამ ისიც საყვარელი ქალია.

კლინტონი: განა, ჩვენ ტელეჟურნალისტები არ უნდა დაგვსწრებოდნენ?

ბუში: ნუ იდარდებ, გეთაყვა. აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც საჭიროა, ტექნიკის “უკანასკნელი სიტყვის” მიხედვით. ასე რომ, ნუ სტირი ჩემზე, ბოსნია-ჰერცოგოვინა (ევიტა პერონის არიის პერიფრაზი  ლოიდ უებერის მუზიკლიდან  ”ევიტა” – ”ნუ სტირი ჩემზე, არგენტინა”). ტომ, მინდა გითხრა, რომ ეს შესანიშნავი იდეაა. მარტინის თანხლებით. ახლა მე ვიცი როგორ გავმართო უფრო კონსტრუქციული დებატები.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button