ახალი ამბებიმსოფლიო

ცეცხლის ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრანგულად “Notre-Dame de Paris”, ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ–ერთი ყველაზე დახვეწილი საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 15 აპრილს ცეცხლის ალმა მოიცვა. ხანძარი ტაძრის ზემო ნაწილში გაჩნდა, რომელიც სავარაუდოდ სარემონტო–სარესტარვაციო სამუშაოებით იყო გამოწვეული და მას მსხვერპლი არ მოყოლია. გამოძიება დაწყებულია და ხანძრის გაჩენის ზუსტი ფაქტები ჯერ არ ვლინდება.

გუმბათის ჩამონგრევამდე
გუმბათის ჩამონგრების შემდეგ

ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1163 წელს ჩაეყარა , XIII საუკუნის შუა წლებში კი მიიღო საბოლოო სახე. ხანძრის შედეგად ხუთნავიანი კათედრული ტაძარის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი ჩამონგრეულია.

Arnault_ების ოჯახმა და LVMH ჯგუფმა, სახელმწიფო ტრაგედიის გამო სოლიდარობის ნიშნად განაცხადეს, რომ მზად არიან დაეხმარონ საფრანგეთის სიმბოლოს და მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად გამოყონ თანხები. ისინი შემოწირულობის სახით 200 მილიონ ევროს გადარიცხავენ ფონდში, რომელიც ითვალისწინებს არქიტექტურულ სამუშაოებსდა და რეკონსტრუქციას.

საფრანგეთის დიადი ქმნილების დასახმარებლად სხვადასხვა გამოჩენილმა ადამიანებმაც მოიყარა თავი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის გაჩენამდე:

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button