Hi-Techახალი ამბები

GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათის ფასი 149 დოლარიდან იწყება

რამოდენიმე დღეში ოფიციალურად წარსდგება ვიდეო ბარათი GeForce GTX 1650. რესურსი VideoCardz ავრცელებს ინფორმაციას ბარათის ღირებულების შესახებ.

როგორც ცნობილი გახდა, საწყისი დონის ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce GTX 1650 წარმოდგენილი იქნება 896 CUDA ბირთვითა და 4 გიგაბაიტიანი GDDR5 მეხსიერებით. მისი ფასი 149 დოლარი იქნება. სწორედ ასეთ ფასს აწესებს კომპანია NVIDIA ახალი ბარათის ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიაზე. რაღა თქმა უნდა უფრო მეტი წარმადობის მქონე მოდიფიკაციები გაცილებით ძვირადღირებული იქნება.

image.jpeg

მაგალითად, ფრანგული Amazon-ის ასორტიმენტში გამოჩნდა EVGA-ს მიერ წარმოებული GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათები, რომელთაგან უმცროსი ვერსიის – GeForce GTX 1650 XC Black Gaming ბარათის ფასი 170 ევროს შეადგენს. GeForce GTX 1650 XC Gaming და GTX 1650 XC Ultra Black Gaming ვიდეო ბარათების ღირებულება 180 ევროა, უფროსი მოდელი კი – GeForce GTX 1650 XC Ultra Gaming – 190 ევროდ გაიყიდება. 

image.jpeg

უნდა აღინიშნოს, რომ Ultra მოდელებს გაგრილების უკეთესი, ორვენტილატორიანი სისტემა აქვთ და სავარაუდოდ უფრო მაღალი სიხშირეებიც. GeForce GTX 1650 XC Black Gaming და GTX 1650 XC Gaming ვიდეობარათები კი წარმოდგენილია უფრო მოკრძალებული, ერთვენტილატორიანი გაგრილებით. საინტერესოა ის, რომ სხვა მწარმოებლებისაგან განსხვავებით EVGA-მ გადაწყვიტა GeForce GTX 1650 ბარათის თავისი ვერსია დამატებითი კვების კონექტორით აღეჭურვა. 

image.jpeg

შეგახსენებთ, რომ GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათების დებიუტი 22 აპრილს უნდა შედგეს. ამავე დღეს გამოქვეყნდება მათი ყველა მახასიათებელი და დაიწყება გაყიდვა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button