ლიტერატურა

იაკობ გოგებაშვილი საუბრობს შავკანიანთა უფლებების შესახებ

თუმცა ბევრი წინასწარმეტყველებდა ამერიკის შინაური ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდებაო, თუ ჩრდილოეთის შტატები არ დათანხმდებიან კავშირის დარღვევაზე და ამ კავშირიდან სამხრეთის შტატების გასვლაზედო; მაგრამ ჩრდილოელებმა არც ერთს თავის მოთხოვნილებაზედ ხელი არ აიღეს და სამხრეთელების სრული დამარცხებით მთელი ქვეყანა გააკვირვეს. კავშირი უწინდელს საფუძველზედ აღზდგა, უფრო-კი მეტი სიმძლავრის გრძნობით, რადგანაც საუკუნოდ დაირღვა მონობა, სენი შეერთებული შტატებისა… ლინკოლნი კიდევაც ემზადებოდა, მოეკრიფა ნაყოფი თავისი მხნე და გონივრული პოლიტიკისა. ყოველი მისი აზრი და წადილი იყო მიქცეული იმაზედ, რომ ჩქარა განეკურნა თავისი ხალხი ყოვლის ომის გამო წამომდგარი ნაკლისა და სენისაგან, მაგრამ 2 აპრილსა ლინკოლნის ძვირფასი სიცოცხლე საზიზღარი მკვლელის ხელით მოისპო… ამერიკის ერმა ამ საშინელ შემთხვევაში მთელს ქვეყანას წარუდგინა გასაოცარი მაგალითი თავისი პოლიტიკური ჭკუისა… ჩრდილოეთი თავის ერთხელ მოწადინებულ საქმეს ერთი ნაბიჯითაც არ განშორდა… ახლა შეერთებულის შტატების სახელმწიფო პირნი მოვალენი იყვნენ რამდენიმე მილიონ ზანგებისათვის ეზრუნათ. ზანგები ჩრდილოეთის შტატების გამარჯვებით მონობისაგან განთავისუფლდნენ… მომავალი აღყვავება და სიძლიერე შეერთებული შტატების ბევრის მხრით დამოკიდებულია იმაზედ, თუ როგორ წარიმართვის და გარდაწყდება ზანგების საქმე.

იაკობ გოგებაშვილი. თხზულებათა აკადემიური გამოცემა. ტ. 1. გვ. 60–61

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button