პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე სიმღერა

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ვჭექოთ – სიმღერა თუჯის,
ვჭექოთ – ფოლადის ჰანგი,
ვჭექოთ – დროშები ქუჩის,
ვჭექოთ – ბრძოლების ბანგი,
ვჭექოთ – მრისხანე ბრძოლა,
ვჭექოთ – მქუხარე ექო,
ვჭექოთ – ცეცხლისა ქროლა,
ვჭექოთ – სიმღერა ვჭექოთ,
ვჭექოთ – ახალი ალყა,
ვჭექოთ – ოქტომბერთ რიცხვი,
ვჭექოთ – ცხოვრება ტალღის,
ვჭექოთ – ცეცხლის და რისხვის,
ვჭექოთ – რაც წინად კვნესდა,
ვჭექოთ – ვაღვიძოთ, ვრეკოთ,
ვჭექოთ – შევხედოთ მზეს და
ვჭექოთ – ჰეი, ვჭექოთ, ვჭექოთ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button