Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

ვირტუალური რეალობის ჰედსეტი ConceptD OJO Acer-ისგან

Acer-მა დაანონსა ვირტუალური რეალობის მაღალი წარმადობის მქონე ჰედსეტი, რომელიც განკუთვნილია პლატფორმისთვის – Windows Mixed Reality. მოწყობილობა ConceptD OJO-ს აქვს 4320 × 2160 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერა, ასევე ლინზებს შორის დაშორების მართვის გამარტივებული სისტემა. კონსტრუქციაში მოცემულია რეგულირებადი ღვედები, რომელთა გადაადგილებით შესაძლებელია თავზე ჰედსეტის კომფორტულად მორგება. ახალი მოწყობილობა ორიენტირებულია პროფესიონალ მომხმარებლებზე, იგი წარმოადგენს Acer-ის აღჭურვილობის სერიის ნაწილს და განკუთვნილია კონტენტის შემქმნელებისთვის.

ConceptD OJO ჰედსეტის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლინზებს შორის სივრცის მარეგულირებელი მექანიზმით იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ. მოწყობილობა უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო პროცესს.

ფოტოებზე გამოსახული ჰედსეტის ყურსასმენები, როგორც ცნობილია მოსახსნელი იქნება და ცალკე გაიყიდება. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

გასული თვის ბოლოს გამოვიდა ვირტუალური რეალობის კიდევ ერთი ჰედსეტი Windows Mixed Reality პლატფორმისთვის. საუბარია მოწყობილობაზე HP Reverb, რომლის ფასი 599 აშშ დოლარს შეადგენს.

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button