ახალი ამბებიკოსმოსიმსოფლიო

NASA-მ ასტეროიდთან დაკავშირებული მისიისთვის SpaceX აირჩია

ილონ მასკის კომპანიამ მოიგო NASA-ს კონტრაქტი კოსმოსურ მისია DART-ში ჩართვისთვის. მისიის მიზანია ისტორიაში პირველად მოხდეს მცდელობა და შეცვალონ ასტეროიდის მოძრაობის ტრაექტორია. როგორც ცნობილი გახდა, აეროკოსმოსურმა სააგენტომ SpaceX იმიტომ აირჩია, რომ ამ უკანასკნელმა შესთავაზა თავისი მომსახურება სხვა პოტენციურ შემსრულებლებზე იაფად. პროექტ Double Asteroid Redirection Test-ის (DART) კოსმოსური აპარატის გაშვება დაგეგმილია 2021 წლის ივნისში და იგი განხორციელდება აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების ბაზიდან (ვანდერბერგი, კალიფორნია).

ასტეროიდებისგან თავდაცვისა და მათ შესწავლის მიზნით NASA-მ ორი წლის წინ ჩამოაყალიბა პლანეტარული თავდაცვის საკოორდინაციო ორგანიზაცია (Planetary Defense Coordination Office, PDCO). ორგანიზაციის ფარგლებში ხდება ისეთი ასტეროიდებისა და კომეტების ძიება და მათი კატალოგში შეყვანა, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი პლანეტისთვის. სწორედ ეს ორგანიზაცია დაგეგმავს და გაუწევს კოორდინირებას ასტეროიდის ჩამოშორების ოპერაციას.

DART – ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც მიმართულია იმისაკენ – გაირკვეს, რამდენად რეალურია ამგვარი ოპერაციის განხორციელება – საშუალო ზომის ასტეროიდისთვის მიმართულების შეცვლა. მისიისთვის არჩეულ იქნა ასტეროიდი “დიდიმი“, რომელიც 800 მეტრის სიგრძისაა. მას აგრეთვე საკუთარი პატარა, 150-მეტრიანი თანამგზავრიც ჰყავს. ეს ორი ობიექტი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ისინი პროექტის სამიზნეა მოძრაობის ტრაექტორიის შესაცვლელად. გარკვეული პერიოდი პროექტი არსებობდა მხოლოდ კონცეფციის სახით, 2017 წელს კი NASA-ს ხელმძღვანელობამ დაადასტურა პროექტი და ნება დართო გადასულიყო შემდეგ ფაზაში – პროექტირების ეტაპზე.

image.jpeg

მუშაობა ხორციელდება ჯონ ჰოპკინსის სახელობის გამოყენებითი ფიზიკის უნივერსიტეტის სპეციალისტების ძალისხმევით. პროექტის ფარგლებში იგეგმება ასტეროიდ „დიდიმისკენ“ გაემართოს დაახლოებით 500-კილოგრამიანი, ელექტრო ძრავის მქონე კოსმოსური აპარატი. დაგეგმილია აპარატის ასტეროიდთან შეჯახება 6 კმ/სთ სიჩქარით, რითიც შეიცვლება ობიექტის მოძრაობის ტრაექტორია. მიზნის მიღწევისთვის კოსმოსურ კამიკაძე-აპარატს მოუწევს გადალახოს 11 მილიონი კილომეტრი.  

პროექტის საერთო ღირებულება 69 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 61 მილიონი მიმართული იქნება SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის გაშვების ორგანიზებაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლები ფასია, რასაც ჩვეულებრივ ითხოვს ხოლმე NASA-სგან კერძო კომპანია (ერთ გაშვებაზე 100 მლნ დოლარი). 

კოსმოსური აპარატისა და ასტეროიდის შეჯახების მომენტში მეცნიერებს სურთ გაზომონ კინეტიკური ენერგიის გადაცემა, აგრეთვე განახორციელონ მონიტორინგი ასტეროიდის სამოძრაო ორბიტას ცვლილებებზე. 

„SpaceX  სიამაყით აგრძელებს NASA-სთან წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი პლანეტათშორისი მისიის მხარდაჭერისათვის. ეს შეთანხმება ხაზს უსვამს NASA-ს დარწმუნებულობას Falcon 9-ის შესაძლებლობებში და აკისრებს მას მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პასუხისმგებლობას“ – განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა Gwynne Shotwell-მა. 

კოსმოსური აპარატი ასტეროიდამდე მიაღწევს 2022 წლის ოქტომბერში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button