Hi-Techახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

სმარტფონი RED Titanium Hydrogen One უკვე გაყიდვაშია

ჯერ კიდევ არსებობენ მსურველები, ვინც ელოდება ბაზარზე RED Hydrogen One სმარტფონის გამოსვლას, რომელსაც უნდა ჰქონოდა ერთ-ერთი საუკეთესო ფუნქციათა ნაკრები. ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი გაუმჯობესებულ ვერსიაზე. თუმცა ამჟამად უკვე შესაძლებელია ტიტანის კორპუსის მქონე სმარტფონის ორიგინალური ვერსიის შეძენა 1595 დოლარად უშუალოდ RED-ის ვებ-გვერდიდან.

დადებით სიახლეს წარმოადგენს ის, რომ იმ მომხმარებლებს, ვინც წინასწარი შეკვეთა გააკეთეს ძვირადღირებულ ტიტანის კორპუსიან მოდელზე ჯერ კიდევ დაანონსებისას 2017 წელს – ამ მომხმარებელთა კატეგორიას ფასის გადახდა არ მოუწევს. RED მათ უფასოდ მიაწვდის და ეს იქნება დაგვიანებისთვის ერთგვარი ბოდიშის მოხდა ადრეული კლიენტებისთვის.

გასული წლის სექტემბერში RED-ის დამფუძნებელმა Jim Jannard-მა განაცხადა, რომ გადაიდო Ti ვერსიის გამოშვება, თუმცა იგი დათანხმდა თავდაპირველად მომხმარებლებისთვის მიეწოდებინა ალუმინის კორპუსიანი სმარტფონი, შემდეგ კი ტიტანის მოდელი უფასოდ. RED-ის ოფიციალურ ფორუმზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ეს დაპირებები ნამდვილად სრულდება.

მათ კი, ვისაც სურს Hydrogene One-ის ყიდვა, აქვთ კარგი შანსი მეორადი სმარტფონი შეიძინონ: უამრავი განცხადებაა გამოქვეყნებული, რომლებშიც ტიტანის კორპუსის მქონე სმარტფონების მფლობელები ყიდიან მოწყობილობებს და ამ გზით ცდილობენ მოგება ნახონ კომპანიის გულუხვობის საფუძველზე.

წარმოგიდგენთ სმარტფონის მახასიათებლების ნაწილს, რაც ამ დრომდე არის გახმაურებული:

თავდაპირველად დაანონსებული ფასი შეადგენდა 1195 დოლარს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს იყო ალუმინის მოდელი, ტიტანის კორპუსის მოდელი კი ფასდება როგორც უკვე ვნახეთ 1595 დოლარად.

როგორც ცნობილია, სმარტფონს აქვს „ჰოლოგრაფიული დისპლეი“. ეკრანის ზომა 5,7 დუიმია და როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ობიექტს შეხედოს ორი რაკურსიდან, მიმართული განათების მეშვეობით. კომპანიამ განაცხადა, რომ მოწყობილობაში გამოყენებული იქნება კომპანიის მიერ შექმნილი ნანო-ფოტონური პროექტირების სფეროს უახლესი მიღწევები, რათა მოხდეს გადართვა ორგანზომილებიანი გამოსახულებებიდან სამგანზომილებიან რეჟიმში.

აგრეთვე ცნობილია, რომ სმარტფონის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ფილმების ყურება 4K გაფართოებაში და მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ გამოიყენონ შერეული და ვირტუალური რეალობის კუთხითაც. კომპანია მომხმარებელებს დაჰპირდა, რომ შენარჩუნებული იქნება ეკრანის ნორმალური მუშაობა, რათა ძალიან სწრაფად არ გახდეს სმარტფონი დასატენი.

 პროცესორის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ სამომავლოდ ეს იქნება Snapdragon 835x.

მოწყობილობას ექნება ორი SIM-ბარათის სლოტი, რომელთაგან ერთის გამოყენება შესაძლებელია microSD სლოტად. ქარხნულად, სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 8.1 Oreo-თი.

ტექნიკური მახასიათებლებიდან ასევე აღსანიშნავია USB Type-C პორტისა და 3,5 მილიმეტრიანი აუდიო კონექტორის არსებობა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button