ახალი ამბებიბუნება & სამყაროკოსმოსიმსოფლიო

შავი ხვრელი

შავი ხვრელი არის არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. მეცნიერების აზრით, შავი ხვრელი წარმოიშობა მაშინ, როდესაც გიგანტური ზომის ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და იწყებს კვდომას.

2019 წლის 10 აპრილს ასტროფიზიკოსებმა ვაშინგტონში ჩატარებულ პრესკომფერენციაზე პირველად წარმოადგინეს შავი ხვრელის ფოტო. შავი ხვრელის გამოსახულების მისაღებად დედამიწის 8 წერტილიდან (ჩილე, ჰავაი , სამხრეთ პოლუსი, არიზონა, ესპანეთი, მექსიკა), 11 სადამკვირვებლო სადგურიდან 2017 წელს შექმნილი დაკვირვებებით, სახელწოდებით “EHTblackhole”, რის შედეგადაც მოხდა უხილავი სხეულის გაზით, მტვერითა და სინათლის სიჩქარით გამოვლენილი რადიაციით საერთო გამოსახულების მიღება.

ადრე ნანახ გამოსახულებას, რომელიც სავარაუდოდ გაკაქტიკის ცენტრში მდებარეობს და 53 მილიონი სინათლის წელი აშორებს დედამიწას დაარქვეს Messier 87 (M87). ეს იყო ექვს მილიარდჯერ უფრო მძიმე ვიდრე მზე.

“ჩვენ დავინახეთ ის, რაც ჩვენთვის დაუჯერებელი იყო, ჩვენ დავინახეთ და ფოტო გადავუღეთ შავ ხვრელს” – განაცხადა შეპ დოლიმენმა, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის (EHT) ღონისძიების დირექტორმა.
EHT არის გლობალური რადიოსიხშირის ქსელი, დედამიწის ზომის ვირტუალური ტელესკოპი.

პირველად შავი ხვრელის მსგავსი ობიექტის არსებობა 1796 წელს იწინასწარმეტყველა ფრანგმა მათემატიკოს–მეცნიერმა პიერ ლაპლასმა, ხოლო თავად ტერმინი “შავი ხვრელი” 1967 წელს პირველად ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს გამოიყენა.

ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close