ბუნება & სამყარომსოფლიო

8 საინტერესო ფაქტი ანტარქტიკაზე მოგზაურობის მსურველთათვის

ზოგიერთი ჩვენთაგანისთვის ოცნებაა ანტარქტიკაზე მოხვედრა, ზოგსაც კი ვერ გაუგია რატომ ჯავშნიან კრუიზებს ანტარქტიკის მიმართულებით. გეტყვით 10 საინტერესო ფაქტს რის გამოც უნდა ესტუმროთ კონტინენტს.

#1 NASA იყენებს სივრცეს ახალი გამოკვლევებისთვის. მაგალითად, ანტარქტიკაზე არსებული ტემპერატირული მარჩვენებელი, ნალექების მოძრაობა, ფანტასტიური ადგილია კოსმოსური სააგენტოებისთვის მარსის მისიისთვის მოსამზადებელი წვრთნების ჩასატარებლად. ბუნებრივი ლაბორატორია, რომელიც დედამიწისა და მისი ატმოსფეროს, ისევე როგორც გარემოში გლობალური ცვლილებების შესასწავლად არის განკუთვნილი.

#2 ანტარქტიკა და სამხრეთ პოლუსი განსხვავდება ერთმანეთისგან. როცა ვსაუბრობთ “ანტარქტიკაზე”, იგულისხმება ადგილი, რომელიც მოიცავს კონტინენტს, ხოლო როცა ვამბობთ “სამხრეთ პოლუსი”, ნაგულისხმებია გეოგრაფიული მდებარეობა. ასე რომ, უფრო საინტერესოა კონტინენტის საექსპედიციო სამუშაოებში ჩართულობა, ვიდრე მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილის მონახულება.

#3 ანტარქტიკაზე მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე დიდი მომქმედი ვულკანია. ყინულით დაფარული სივრცის მიუხედავად, მთა ერებუსი სავსეა “თხევადი ცეცხლით”.

#4 ანტარქტიდა დედამიწაზე ყველაზე მაღალი კონტინენტია. ყინული, რომელიც კონტინენტის ქვემოთ არის მოქცეული , სავარაუდოა რომ ამ ყინულის გარეშე ის 500 მეტრით უფრო მაღალი იქნებოდა ვიდრე ახლა არის.

#5 მას აქვს 24 საათიანი სასაათო ზონა, რადგან ყველა მერიდიანი ერთ წერტილში იყრის თავს. წარმოიდგინეთ, რომ ტრეკზე ხართ და გაინტერესებთ რომელ სასაათო სარტყელში გადაადგილდებით, ამის მიხვედრა საკმაოდ რთულია.

#6 ანტარქტიკის სანაპიროები არც ისეთი ცივია როგორიც გგონიათ. ზაფხულის საკურორტო სეზონის პერიოდში ანტარქტიდის სანაპიროები დროებით დასახლებისთვის საკმაოდ სასიამოვნოა. არსებობს ადგილები, რომლებიც ზამთრის კლიმატთან შედარებით უფრო თბილია. მაგალითად ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2015 წლის 24 მარტს დაფიქსირდა 17.5°C ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე.

#7 ზაფხულის თვეებში უფრო მეტი მზის სხივი აღწევს ანტარქტიკაზე ვიდრე ეკვატორზე. ნახევარი წელიწადი განათებულია, მეორე ნახევარი კი ჩაბნელებული.

#8 ანტარქტიკის ზღვების ძლიერი ეკოსისტემის საშუალებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ ვეშაპების ხმა მოისმინოთ. სინამდვილეში ცივ წყლებში უფრო მეტი ნუტრიენტებია (მკვებავი ნივთიერება, ელემენტები), ვიდრე თბილ წყლებში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button