ახალი ამბებითამაშები

Assassin’s Creed-ში შესაძლოა ვიკინგური თემატიკა გამოჩნდეს

როგორც ჩანს, შემდეგი Assassin’s Creed-ის სიუჟეტი ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზე ვითარდება და არა იაპონიაში, როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა. Kotaku-ს შეტყობინების თანახმად, გამოსახულებაზე, რომელიც The Division 2-ზე გამოჩნდა, ასახულია სკანდინავიელი მეომრები, რომლებიც ედემის ვაშლს (Apple of Eden) ფლობენ.

ედემის ვაშლი – ეს არის არტეფაქტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს Assassin’s Creed-ის ბევრ თამაშში და როგორც ჩანს, იგი შემდეგ ნაწილში დაბრუნდება სიუჟეტში.

Kotaku-მ Ubisoft-ს მიმართა კომენტარებისთვის, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო კომპანიამ არანაირი ინფორმაცია არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, რას ნიშნავს და რა როლს ასრულებს აღმოჩენილი გამოსახულება თამაშის შემდგომ ნაწილში. თუკი ეს არ არის რაიმე სახის ხრიკი ან მანიპულაცია კომპანიია მხრიდან, Assassin’s Creed-ის ახალ ნაწილში მოთამაშეებს ელით ცივ ზღვებში მოგზაურობა და თავგადასავლები. შესაძლებელია ისიც, რომ ვიკინგების თემა იაპონური თამაშის შემდეგ გაგრძელდეს. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button