Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

Google Tulip – ტექნოლოგია საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ ყვავილების ენა

უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები შეძლებენ გახდნენ კომუნიკაციის ობიექტები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი ეხება ყვავილებს, რომლებთანაც ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელი იქნება საუბარი. მაშ ასე, Google წარმოგიდგენთ პროექტს – Tulip.

Google-ის ჰოლანდიური ფილიალის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ასახულია პროექტ Tulip-ის არსი, პროექტის, რომლის მიზანია მომხმარებლებს მისცეს საშუალება იურთიერთონ თავიანთ ყვავილებთან. ამგვარი რამ შესაძლებელი ხდება ყვავილების ენის დეკოდირების ტექნოლოგიის საშუალებით (უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყვავილები მუდმივად „ეკონტაქტებიან“ ერთმანეთს – სიგნალებს უგზავნიან ფესვების მეშვეობით).

Google-ს შეუძლია თავი მოიწონოს – ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით ახლა უკვე შესაძლებელია ტიტების ენის გადათარგმნა ადამიანურ ენაზე – „ტიტებთან კომუნიკაცია უზარმაზარ ეკოლოგიურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს“ – ირწმუნებიან ჰოლანდიელები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სარგებელი ორმხრივია, რადგანაც 1) თავიანთი მოთხოვნილებების გამოხატვით მცენარეები გაიუმჯობესებენ სასიცოცხლო პირობებს, და 2) ისინი გახდებიან ადამიანების მეგობრები, რომელთაც ესმით და აძლევენ სხვადასხვა სასარგებლო რჩევას მომხმარებლებს.

გასაკვირი არ არის, რომ ტიტების პროექტი ნიდერლანდებში ამოქმედდა – ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად გამოჰყავთ 12,5 მილიარდი ყვავილი. თეორიულად, თითოეული მათგანი შესაძლოა გახდეს ადამიანის თანამგზავრი. მომხმარებელს რაც სჭირდება – ეს არის სმარტფონის მომართვა ან Google Assistant Hub-ის შეძენა. პროექტ Tulip-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს იყო Google-ის სააპრილო ხუმრობა :)

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button