Hi-Techაპლიკაციაახალი ამბებიტექნოლოგია

Adobe After Effects საშუალებას მოგცემთ ვიდეომასალიდან ობიექტები ამოჭრათ

Adobe After Effects-ს საგაზაფხულო განახლების შედეგად დაემატა შესაძლებლობა, რომლითაც შეგეძლებათ მასალიდან ამოჭრათ არასასურველი ობიექტები. ხსენებულ ფუნქციაში გამოყენებულია მანქანური სწავლების პლატფორმა Adobe Sensei და იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაშორონ არასასურველი ობიექტები ვიდეომასალიდან ისე, რომ არ იქნება საჭირო თითოეული კადრის ცალ-ცალკე დარედაქტირება. შთამბეჭდავია ის, რომ ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ავტომატურად იქნას აღმოჩენილი მოძრავი სცენების ობიექტები და შეივსოს არასაკმარისი პიქსელები.

მოცემული ფუნქცია თავდაპირველად წარმოდგენილი იყო Adobe Sneaks-ში 2017 წელს სახელწოდებით – Project Cloak და იგი ექსპერიმენტულ ინსტრუმენტს წარმოადგენდა. ამჟამად ეს ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია Creative Cloud-ის გამომწერებისთვის. იგი გამოსადეგია post-Production-რედაქტირებისთვის, მაგალითად, შესაძლებელია მიკროფონების, სადენების ან ადამიანების მოცილება, მოკლედ, ყველა იმ ობიექტის, რომელიც შემთხვევით მოხვდა კადრის საფინალო ვერსიაში.

image.png

Adobe After Effects-ის გამოყენება შესაძლებელია ვიდეოს რედაქტირებისთვის, დინამიური გამოსახულებებისთვის, კომპოზიციის შექმნისათვის (კომპოზიტინგი), ფერების კორექციისთვის, ანიმაციებისა და სხვადასხვა ეფექტების შემუშავებისთვის. აგრეთვე, გამოყენებადია სარეკლამო რგოლების დამზადებაში, მხატვრული და სატელევიზიო ფილმების ტიტრებში. მოკლედ, პროგრამა შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს მათ, ვისაც სჭირდება ციფრული ვიდეოეფექტები და ვიდეოკონტენტის დამუშავება. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button