Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

SpaceX-მა აამოქმედა ძრავი სატესტო ხომალდ Starship-ში

SpaceX -ის ახალი თაობის კოსმოსურმა რაკეტა Starship-მა წარმატებით გაიარა საბორტო ძრავის გამოცდა, თუმცა ტრანსპორტი შორს არ წასულა. ძრავის ამოქმედება იყო გამოცდა, ე.წ. static fire, რომელიც განკუთვნილი იყო ძრავის გამოსაცდელად. ხსენებული გამოცდა პირველ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც რაკეტა ამოქმედდა საკუთარი ძრავის მეშვეობით და შეძლებს ფრენას უახლოეს მომავალში.

საუბარი ეხება კონკრეტულ სატრანპორტო საშუალება „Starhopper»-ს, რომელიც განკუთვნილია Starship-ის საბაზისო კონსტრუქციისა და ტექნოლოგიის ტესტირებისთვის. როგორც უკვე ვიცით, Starship – ეს არის გიგანტური კოსმოსური რაკეტა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების მთვარესა და მარსზე ტრანსპორტირება. ილონ მასკის თქმით, Starship/Super Heavy combo შეძლებს დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიტანოს 100 ათასი კგ ტვირთი, რაც მას აქცევს ერთ-ერთ უმძლავრეს რაკეტად, რაც კი ოდესმე შექმნილა.

image.png

მანამდე, სანამ რაკეტა კოსმოსში გავა, SpaceX გეგმავს რამოდენიმე სატესტო ფრენის განხორციელებას Starhopper-ით. ეს გამოცდები მოიცავს ძრავის (ან ძრავების) შემოწმებას. გამოიცდება ახალი მძლავრი ძრავი Raptor – რაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტი სამომავლო Starship-ისა და სუპერმძიმე რაკეტისთვის. 

SpaceX-მა Raptor-ის სრული ვერსია თებერვალში წარმოადგინა. დღესდღეობით Starhopper-ში მხოლოდ ერთი Raptor-ძრავია განთავსებული, რაც ილონ მასკის თქმით, რაკეტას საკმაოდ მაღლა ვერ ასწევს. ზემოთხსენებული გამოცდის მსვლელობისას მოწყობილობამ მიწის ზედაპირიდან რამდენიმე დუიმზე შეძლო აწევა. 

image.png

საბოლოო ჯამში დაგეგმილია დამონტაჟდეს სამი ძრავი, რათა რაკეტამ შეძლოს საჭირო სიმაღლეზე ასვლა. ამგვარი ფრენები სატრანსპორტო საშუალებას ატმოსფეროს ქვედა ფენაში გაიყვანს. მსგავსი გამოცდები უკვე ჩატარდა რაკეტა Falcon 9 Grasshopper-ის მეშვეობით 2012-2013 წლებში. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ სატესტო ფრენას განახორციელებს SpaceX. მასკი ამტკიცებდა, რომ Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა 2020 წლის დასაწყისში განხორციელდება, თუმცა მისი ოპტიმისტური პროგნოზების ამბავი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button