Hi-Techახალი ამბები

Microsoft-მა დახურა თავისი ელ.წიგნების მაღაზია Microsoft Store

კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ ფუნქციონირება დაასრულა მისმა ელექტრონული წიგნების მაღაზიამ. ამგვარად, კორპორაციამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და უარი უთხრა ტრადიციული პროდუქტისა და სერვისების გაყიდვას. ერთადერთ გამონაკლისს კონსოლი Xbox წარმოადგენს.

შესაბამისი განცხადება განთავსებულია Microsoft Store-ზე, ჩანართი „წიგნები“ კი უკვე წაშლილია. კითხვა-პასუხის განყოფილებაში კომპანიამ განაცხადა, რომ სერვისი საბოლოოდ ფუნქციონირებას შეწყვეტს მიმდინარე წლის ივლისში. დროებით მიღებული და აგრეთვე უფასო წიგნებიც მომხმარებლების ბიბლიოთეკებიდან ამ დროისთვის გაქრება.

კომპანიამ ისაუბრა და ახსნა დახურვის მიზეზებიც. როგორც გაირკვა, რედმონდში ელექტრონულმა გამომცემლობებმა თავიანთი მაღაზიებიდან დაიწყეს გაყიდვა, ისე რომ აღარ იყენებდნენ სარეკლამო მარკეტინგულ მეთოდებს. თავად წიგნების წაკითხვა კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ბრაუზერ Microsoft Edge-ით სარგებლობისას, რომლის საბაზრო წილიც მხოლოდ 4,4%-ს შეადგენს. წიგნების კომპიუტერში ჩამოტვირთვა შეუძლებელი გახლდათ.

გარდა ამისა, Microsoft-ს მეტად სერიოზული კონკურენტი ჰყავს – Amazon-ი. მასში უამრავი გამომცემლობაა ხელმისაწვდომი, საიადანაც შესაძლებელია ჩამოტვირთვა და წაკითხვა Amazon Kindle-ის მულტიფუნქციურ აპლიკაციაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Microsoft-ი აიგნორირებს სამომხმარებლო ბაზარს კორპორატიულის სასარგებლოდ. 2017 წელს კომპანიამ დახურა მუსიკალური სერვისი Groove. აგრეთვე, მცირე ხნის წინ კორპორაციამ უარი განაცხადა Windows 10-ის მობილური ვერსიის მხარდაჭერაზე. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ფილმები, სერიალები და თამაშები მაინც დარჩება ხელშეუხებელი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button