კომიქსები

Death Of Wolverine – ვოლვერინი მკვდარია!

2013 წელს როდესაც გამოცხადდა, რომ ვოლვერინი თავის ,,გამოჯანმრთელების ეფექტს” (healing factor) კარგავდა, ყველამ გაიფიქრა, რომ საბოლოოდ სიკვდილის პირას მიჰყავდათ. ანუ ის გახდა ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც შემორჩა გარკვეული სუპერ ძალები, მაგრამ გარეშე ფაქტორები მის სხეულზე ბუნების კანონების შესაბამისად მოქმედებენ. მოკლედ, ყველა ვიცოდით რომ სიკვდილი კარზე აკაკუნებდა, მაგრამ რა ფორმით და როდის აქ კითხვის ნიშანი გვქონდა.
 ბევრი სპოილერია შიგნით ამ კომიქსის მე-4 ნომრიდან. ასე რომ გადაიკითხეთ უცბათ კომიქსი და მოდით ისევ აქ. :დ

    ამ მინისერიებში ვნახავთ, რომ ვიღაცას ნადირობა აქვს გამოცხადებული ლოგანზე. თვითონ ლოგანმა იფიქრა, რომ ,,გამოჯანმრთელების ფაქტორი” რადგანაც აღარ აქვს ვიღაცას სურს მისი სიკვდილი. მარა საქმე სხვა რამეში იყო. სინამდვილეში ის ცოცხალი უნდოდათ და თუ რატომ ეს სწორედ ბოლო თავში გამოვლინდა.

    ის ტიპი, ვინც ნადირობა გამოაცხადა ლოგანზე და მკვლელების მთელი ჯგუფი დაიქირავა აღმოჩნდა მისი შემქმნელი ექიმი აბრაამ კორნელიუსი. ეს კონრელიუსი იდეენი ტიპია და სამყაროს ,,გაკეთილშობილება” უნდოდა. კონრელიუსი თურმე ექსპრიმენტებს ატარებდა ადამიანებზე, რათა შეექმნა სრულყოფილი ჯარისკაცები ან სუპერ გმირები. ამ ექსპერიმენტისთვის ყველაფერი მზად ჰქონდა ძვირადღირებული ადამანტიუმის ჩათვლით გარდა ერთი ინგრედიენტისა – ლოგანის ,,გამოჯანმრთელების ეფექტი”. სინამდვილეში ეს ეფექტი თავად ლოგანსაც დაკარგული აქვს უკვე… ეს რო გაიგო ექიმმა გაცოფდა, მარა ექსპერიმენტი მაინც დაიწყო. ნუ როგორც ყველა სუპერ გმირი მოიქცეოდა, ლოგანიც შეეცადე ადამიანების გადარჩენას, რომლებზედაც ტარდებოდა ეს ექსპერიმენტი და თავისი კლანჭებით დახეთქა ადამანტიუმის საცავი. მთელი სითხე ლოგანს დაესხა სხეულზე…

   ისმის კითხვა: მოკვდა კი სინამდვილეში ლოგანი?
ცნობილი ამბავია, რომ კომიქსებში სიკვდილი არ ნიშნავს, რომ ამ პერსონაჟზე აღარ დაიწერება კომიქსი. მარა როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს მარველს უნდა გააოცოს მკითხველი და კაი ხანი არ დააბრუნოს ვოლვერინი.მე პირადად, ვიცი რო დააბრუნებენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ლაბორატორიაში რაღაც კაფსულები იყო დარჩენილი, რომელიც მთლად healing factro-ს ვერ ანაცვლებს მარა იმუნიტეტს აძლიერებს. ასევე შეიძლება ადამანტიუმის გადასხმით პირიქით გამოცოცხლდეს მიძინებული უნარ-ჩვევები და დაუბრუნდეს ძველი იმუნიტეტი. მოკლედ ეს ყველაფერი მომავლის საკითხია. მანამდე კი გაიხარეთ იმით, რომ ლოგანი ღირსეულ გმირად წავიდა ამ ქვეყნიდან. ! :D

ავტორი: ომარ ნოე წერეთელი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button