განხილვამუსიკასაკითხავი

თეატრონი – გაუფრთხილდით სიყვარულს (1983)

soft rock, pop, blue-eyed soul

ტრეკლისტი:

  1. ნათია (4:29)
  2. ვეღარ დავიბრუნებთ წარსულს (3:17)
  3. საქანელა (5:25)
  4. უკვდავება (მოდიოდა თეთრი გოგო) (5:29)
  5. იები (3:18)
  6. არ დაიჯერო (5:43)
  7. ღამე და თოვლი (5:52)
  8. ვარდებსა და გვირილებში (3:27)

შემადგენლობა:

  • მერაბ სეფაშვილი – ვოკალი
  • ზურა კობეშავიძე – გიტარა, ვოკალი
  • ნუგზარ ერგემლიძე – ბას-გიტარა
  • გია მაჭარაშვილი – კლავიშები, ვოკალი
  • თემურ ნიკოლაიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები

ოთხმოციანებში საბჭოთა კავშირში თემატური ალბომების / კომპილაციების მოდა შემოვიდა. თემები ძირითადად რომანტიკული იყო, შემსრულებლები კი ხშირად ანონიმურები რჩებოდნენ. 1983 წელს გამოვიდა ფირფიტა „გაუფრთხილდით სიყვარულს“, რომლის უკანა ყდაზეც, შემსრულებლად „საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი“ იყო მითითებული. ამ „მრავლისმეტყველი“ სახელის უკან კი ჯგუფი „თეატრონი“ იმალებოდა.

თეატრონი“ საგულისხმოა იმით, რომ აქ თავისი მუსიკალური მოღვაწეობა მერაბ სეფაშვილმა დაიწყო. მის გარდა ამ ალბომში კიდევ ორი ვოკალისტი, გია მაჭარაშვილი და ზურაბ კობეშავიძე მღერიან.

არაა გასაკვირი, რომ ეს მივიწყებული ალბომი მთლიანად ბალადებისაგან შედგება. აქ ბევრი მელოდიურად ძლიერი სიმღერაა; რამდენიმე მათგანი დღემდე სეფაშვილის რეპერტუარშია და ალბათ ახალ თაობასაც კარგად ახსოვს („უკვდავება“, ანუ „მოდიოდა თეთრი გოგო“; „იები“ და ა.შ.) სტილის მხრივ ალბომი სოულის, პოპის და მსუბუქი როკის გემოვნებიანი ნაზავია. მუსიკის პოპ-ორიენტაციის მიუხედავად, ბევრი სიმღერა ხანგრძლივ ინსტრუმენტულ პასაჟებს შეიცავს, კლავიშები კი ალბომის ჟღერადობას დიდძალ ატმოსფერულობას ანიჭებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მაჭარაშვილი თავის სიმღერებს სეფაშვილზე არანაკლებად მღერის.

პირველი მოსმენისას ალბომი შეიძლება ცოტათი ერთფეროვნად მოგეჩვენოთ და ეს ალბათ სწორი შთაბეჭდილება იქნება; მაგრამ ამის დადებითი მხარეც აქვს: ეს მუსიკა ძალიან სასიამოვნო ფონს შექმნის რომანტიკული სიტუაციებისთვის – ალბომი კი სწორედ ამისთვის იყო ჩაფიქრებული. არამგონია საუკეთესო სიმღერების გამორჩევას აქ რაიმე აზრი ჰქონდეს, ვინაიდან ალბომი თანაბარია, სუსტი სიმღერების გარეშე. Phil Collins-ის მუსიკის და მსგავსი სოულ-ნარევი soft rock-ის მოყვარულებს ის ნამდვილად მოეწონებათ.

ჩემი შეფასება კი იქნება 7,5 / 10.

გადმოსაწერი ბმულიTeatroni – Gauprtxildit Siyvaruls (1983)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button