განხილვამუსიკა

აონი – აონი (1985)

folklore, choral

ტრეკლისტი:

  1. მამულო (2:20)
  2. ხევსურული იავნანა (2:30)
  3. შირაქის ველზე მივდივარ (2:03)
  4. ხოხბის ყელივით ლამაზი (3:03)
  5. შინმოუსვლელი (2:07)
  6. თუ ასე ტურფა იყავი (2:20)
  7. ძველი თბილისის გახსენება (2:38)
  8. სიმღერა ტყეებზე (2:38)
  9. ლომო, შე ლომის მოკლულო (2:46)
  10. ხმალი მომეც და ხანჯალი (2:09)
  11. ლელაო, ჩემო ლელაო (2:04)9
  12. ხევსურს რა უნდა მეტი (3:15)
  13. ქალავ ბრძოლის ველს გიხილე (2:12)0
  14. ჯვარული (2:15)

შემადგენლობა:

  • იაკობ ბობოხიძე – მხატვრული ხელმძღვანელი
  • მაია ბობოხიძე – დირიჟორი
  • თენგიზ გელოვანი – ვოკალი (1, 3, 5, 8, 12, 14)
  • გივი ყულალაღაშვილი – ვოკალი (4, 6, 7, 11-13), აკორდეონი (6, 11), ფანდური (4, 12)
  • გივი ბადურაშვილი – ვოკალი (7, 14), აკორდეონი (3, 7, 10, 13)
  • ნოდარ ბადურაშვილი – ვოკალი (7)
  • გრიგოლ ივანაური (10)
  • ლალი დავლაშერიძე – ვოკალი (9), ფანდური (9)
  • ნიკო გურგენიშვილი – ვოკალი (12)

ვინაიდან მალე ფოლკლორიდან კლასიკაზე გადავალთ, ამ ალბომით ცოტათი დავუახლოვდეთ მას. წინა განხილვებში მოკლედ ვახსენე იაკობ ბობოხიძე, ბრწყინვალე კომპოზიტორი, რომელსაც არაერთი ულამაზესი სიმღერა შეუქმნია. იგი რეალურად კლასიკური კომპოზიტორი უფრო იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მისი კლასიკური შემოქმედების პოვნა ძალიან რთულია. ბობოხიძის შემოქმედებას განსხვავებული წახნაგი ჰქონდა: იგი შეყვარებული იყო ქართულ ფოკლორზე და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო მივიწყებული ქართული სიმღერების აღდგენასა და დამუშავებას. ოთხმოციანებში მისი ხელმძღვანელობით ორი საფოლკლორო გუნდი, „აონი“ და „არაგვი“ შეიქმნა. ორივე გუნდის მიზანი იყო, აღედგინათ და შემოენახათ სპეფიციკურად მათი რეგიონის მახასიათებელი სიმღერები.

აონი“ თიანეთიდან იყო, ასე რომ მათი რეპერტუარი მეზობელი მთისა და ბარის მუსიკის ნაზავია. რამდენიმე სიმღერა [1, 8] თვით ბობოხიძის დაწერილია და მათ მისი საფირმო მელოდიზმი ეტყობა. გუნდის შემადგენლობა შერეულია და ეს ვოკალური პარტიების მოქნილად არანჟირებების საშუალებას იძლევა. მოკლედ, ძალიან კარგი ალბომია, მშვენიერი შემსრულებლებით და ბობოხიძის მკაფიო მხატვრული ხელწერით. „არაგვი“-ს ფირფიტას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ახლა დროა გადავიდეთ კლასიკაზე.

8 / 10.

————————————————————————————————————

Soon we are going to move from folklore to classical music, so let us approach it with this folk album. In one of the previous reviews I shortly mentioned Iakob Bobokhidze – an excellent composer, who has left many beautiful songs. But actually, he was the classical composer; unfortunately, his classical work is very hard to find. Bobokhidze’s creative work had yet another side: he was in love with Georgian folklore, so he spent much of his lifetime recovering old, forgotten songs and putting them back to life with new arrangements. In the eighties he created two regional folkloric choirs, “Aoni” and “Aragvi” with the only objective to recover and keep the forgotten, specifically regional songs active.

Aoni” was from Tianeti – so, their repertoire consisted of songs from neighboring highlands and lowlands. A couple of songs [1, 8] were written by Bobokhidze himself, all containing his characteristic, original melodism. The choir was mixed (male/female – you don’t often find such choirs in Georgia), so it allowed very flexible vocal arrangements; so as a results album shines in its most solo vocal moments. Putting it short, it’s a good release with great performers and Bobokhidze’s characteristic approach. I will present “Aragvi” sometime later. Now let us move on to classical music.

8/10. 

გადმოსაწერი ბმული / download link: Aoni – Aoni (1985)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button