ასტროლოგიადღის ჰოროსკოპიზოდიაქო

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ძალიან ადვილი იქნება თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა. მოსალოდნელია სერიოზული ჩხუბი ხანგრძლივი შედეგებით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფულს, – ნურც გაასესხებთ და ნურც ისესხებთ. საღამო მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის.

კურო

კუროებს მთელი დღის განმავლობაში მოუწევთ უფროსების მოსმენა. დაუჯერეთ მათ რჩევებს. ისინი თქვენს დაცვას ცდილობენ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან. უბრალოდ ისე მოიქეცი, როგორც გირჩევენ.

ტყუპები

წარმატების მისაღწევად არ ღირს სხვისი რჩევების მოსმენა. ნურავის მისცემთ უფლებას თქვენს საქმეში ჩაყოს ცხვირი. გამოიჩინეთ სიბრძნე და მოქნილობა. იმოქმედეთ მშვიდად, დაფიქრებულად და აუჩქარებლად. საღამოს ძალიან დაგჭირდებათ მეგობრები. დაუთმეთ მათ თქვენი დრო.

კირჩხიბი

სიტუაცია თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელად წარიმართება და ამით უნდა ისარგებლოთ. შეუდექით ახალი, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას და წარმატების იმედი გქონდეთ. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ნაცნობობისა და შეხვედრებისათვის.

ლომი

ნეგატიური დღე გელით. შესაძლოა თქვენი მისამართით ცილისწამება მოისმინოთ, რაც წინსვლაში ხელს შეგიშლით. არ ღირს ამ დღეს რისკის შემცველი საქმიანობით დაკავება ან ავანტიურებშ მონაწილეობა. შეეცადეთ სიმშიდე შეინარჩუნოთ. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშიშროება.

ქალწული

მოსალოდნელია მომგებიანი, პერსპექტიული წინადადების მიღება, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან. ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენი საქმიანი პარტნიორი მანდილოსანი აღმოჩნდება. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. ჯერ კარგად დაფიქრდით.

სასწორი

დღის პირველ ნახევარში ახალი ნაცნობობა, რომანტიკული გატაცება ან სასიყვარულო თავგადასავალი გელით. დღეს ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაართმევთ თავს პროფესიულ საქმეებს. ბრწყინვალე ორგანიზატორული შესაძლებლობები და წარმატებისკენ სწრაფვა დაგეხმარებათ შემოიკრიბოთ თანამოაზრეები. ასევე გმართებთ ჯანმრთელობის გაფრთხილება, რადგან ტრავმებისა და დაზიანებების საშიშროება არსებობს. მოსალოდნელია გარემომყოფებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებიც.

მორიელი

გემრიელი საუზმე და კარგი ყავა მთელი დღის სამყოფი პოზიტივით დაგმუხტავთ. შესაძლოა საღამოსთვის ფულის სესხება მოგიხდეთ საკუთარ თავზე დასახარჯად. მაგრამ ეს ფაქტიც ვერ გაგიფუჭებთ განწყობას.

მშვილდოსანი

მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით სიმშვიდის ძიებაში იქნებით, თქვენ მღელვარე მეგობრული და პირადი საუბრები გელით. სანამ მნიშვნელოვან საქმეებს შეუდგებოდეთ, რჩევა ჰკითხეთ მეგობრებს. საღამოს ოჯახს დაუთმეთ დრო. დაკვირვებულობა გამოიჩნეთ საკვები პროდუქტების მიმართ. მოსალოდნელია მოწამვლა.

თხის რქა

თუ წვრილმანებზე არ მოცდებით და საკუთარ ძალებს ირწმუნებთ, ბევრის მიღწევას შეძლებთ. ამ დღეს შესაძლოა ყველაზე თამამი ფანტაზიებიც კი აგიხდეთ. ხელსაყრელი პერიოდია შიმშილობისა და დიეტის დასაწყებად. რომანტიკულ შეხვედრაზე კი სჯობს უარი თქვათ.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენენლებს დღეს გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. არ ღირს იმიჯის შეცვლაზე ფიქრი. ერიდეთ სხვადასხვაგვარ კამათს ხელმძღვანელებთან. ამან შესაძლოა ყველა თქვენს ჩანაფიქრს გადაუსვას ხაზი. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად შეეცადეთ ოჯახთან ერთად დაივენოთ.

თევზები

შემოსავალი დასტაბილურდება. საკუთარი ინტუიცია კი არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმეები არც ისე კარგად მიდის. ასე შეძლებთ მტრების დაბნევასა და მოკეთეების დაიმედებას.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button