Hi-Techტექნოლოგია

ილონ მასკი ელექტრო ვერტმფრენების წარმოებას აპირებს

მოსალოდნელი იყო, რომ მას შემდეგ, რაც ელექტრო ტრანსპორტი გამოვიდოდა, მას მოჰყვებოდა კიდევ ერთი გადასვლა ელექტობისკენ, ამჯერად საჰაერო საქმიანობის სფეროში. Tesla გვპირდება, რომ ხუთ წელიწადში ელექტროძრავიანი ვერტმფრენები იფრენენ – აღარანაირი ნავთი. 

ასეთ ზუსტ ვადას მასკი იმით ხსნის, რომ დღესდღეობით უბრალოდ შეუძლებელია შეიქმნას მსგავსი მოდელი: არ არსებობს საკმარისი სიმძლავრის აკუმულატორები და ფრენის ხანგრძლივობა მეტად მცირე იქნება. მასკი ჯერ კიდევ ათი წლის წინ ატარებდა გამოთვლებს, საიდანაც ჩანს: იმისათვის, რომ ნავთს კონკურენცია გაუწიოს, საჭიროა დაახლოებით 400 ვტს/კმ სიმჭიდროვის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორი. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 300 ვტს/კმ-ია. 

image.jpeg

რადგან მასკმა ასეთი ხმამაღალი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა, როგორც ჩანს, ამის საფუძველიც გააჩნია. შესაძლოა რაიმე მსგავსი ვერტმფრენის დაპროექტებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა კონკრეტულ შედეგებს უახლოეს წლებში არ უნდა ველოდოთ. 


Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button