ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Ethereum-ის ფასმა 1300 $ გადალახა

10 იანვარს Ethereum-ის ფასმა 1300 აშშდოლარს გადააჭარბა. Messari-ს თანახმად, სტატიის წერის მომენტში აქტივი ისტორიულ მაქსიმუმზე მხოლოდ 7.27%-ით ნაკლებად იყიდება. 

image.png

ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. 

Ethereum-ის ისტორიული მაქსიმუმი განსხვავებულია სხვადასხვა ბირჟებზე. Larry Cermak-მა The Block-ის სია შეადგინა. 

image.png

კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციამ მიაღწია 1.128 ტრილიონ აშშ დოლარს. Ethereum-ის დომინირების ინდექსი CoinGecko-ს მიხედვით გაიზარდა 13.4%-მდე. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი ზრდა დააფიქსირა ასევე Bitcoin Cash-ისა და Bitcoin SV-ს ფორკებმა. ბოლო შვიდი დღის მანძილზე ისინი გაიზარდა 74 და 79%-ით, შესაბამისად. 

შვიდდღიან პერიოდში ზრდის ლიდერი არის Stellar (XLM) – 148%. კრიპტოვალუტა გაიზარდა ზოგიერთ დასავლურ მედიაში შეუსაბამო სათაურების ფონზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აირჩია ეს პლატფორმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შესაქმნელად. განცხადება არ შეესაბამებოდა რეალობას. 

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს Bitcoin-ის ფასმა 41 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button