ახალი ამბებიმეცნიერება

ჩინეთში განახორციელეს პოლიციელი ძაღლის კლონირება

პოლიციის ძაღლების გაწვრთნა ნებისმიერ შემთხვევაში რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ჩინეთში კი, როგორც ჩანს, ამ პროცესის გამარტივების მეთოდი იპოვეს უკვე „მზა“ პოლიციელი ძაღლების კლონირების გზით.

გაზეთი China Daily იტყობინება, რომ ქალაქ კუნმინში იუნანის უნივერსიტეტის სპეციალისტები და Beijing Sinogene Biotechnology-ს ბიოლოგები იწყებენ ორი თვის ლეკვის გაწვრთნას, რომელიც კლონირებულია ცნობილი მაძებარი ძაღლისგან. ექსპერიმენტის მიზნის გამოცნობა რთულ საქმეს არ წარმოადგენს: პოლიციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მშობლისგან გამოყოლილი გენების წყალობით ლეკვის გაწვრთნაზე დაიზოგება დრო, ფული და ენერგია.

ცნობილია, რომ კლონირებისთვის საჭირო გენები აღებულ იქნა ზრდასრული ძაღლის სომატური უჯრედებიდან და შემდეგ მოხდა მათი იმპლანტირება შემდგომი მომწიფებისთვის.

ერთ-ერთი მკვლევარი აცხადებს, რომ მეცნიერებს იმედი აქვთ, ლეკვი მემკვიდრეობით მიიღებს ყველა საუკეთესო თვისებას მშობლისგან და ათ თვეში უკვე შეძლებს პოლიციის სამსახურში ჩართვას. სამომავლოდ იგეგმება შეიქმნას პოლიციელი ძაღლების გენეტიკური მასალების, უჯრედების ბანკი და კლონირების პროცესი მასობრივი გახდეს.

რა საკვირველია, არის ალბათობა, რომ გაჩნდება ეთიკური ნორმების პრობლემები ცხოველების კლონირების მოწინააღმდეგეთა მხრიდან. ცხადია, ყველას არ მოეწონება კლონირების იდეა და ფოკუსირება ფაქტობრივად იდენტური ძაღლების გამოჩენაზე. არ არის გამორიცხული გენეტიკური წუნიც – შესაძლოა გაჩნდნენ ავადმყოფი ან სხვადასხვა დარღვევის მქონე ძაღლები. დღესდღეობით ჩინეთის გარდა ამგვარი კონცეფციის დანერგვას არსად ჩქარობენ, ყოველ შემთხვევაში, არსებული ინფორმაციის თანახმად.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button