ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიინტერნეტი / სოც მედია

Mike Novogratz: Bitcoin-ის კაპიტალიზაცია ოქროს ბაზრის მოცულობას გადააჭარბებს

Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა, Mike Novogratz-მა გამოთქვა აზრი, რომ უახლოესი 20 წლის განმავლობაში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია ადვილად გადააჭარბებს ოქროს ბაზრის მოცულობას, რომელიც ამჟამად შეფასებულია 7,5 ტრილიონ დოლარად.

Morgan Creek Digital-ის დამფუძნებელთან, Anthony Pompliano-სთან საუბრისას Novogratz-მა ხაზი გაუსვა, რომ ინსტიტუციონალური ფულის შემოდინება კრიპტო ბაზარზე – ეს მხოლოდ დროის საკითხია, მსხვილი მოთამაშეები კი, როგორებიცაა მაგალითად Goldman Sachs და Intercontinental Exchange (ICE) უკვე ითვისებენ ახალ ინდუსტრიას.

„ვიცი, რომ მაგალითად Goldman-ი დაკავებული security-ტოკენებით. მათ ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ, თუმცა ნამდვილად მუშაობენ სხვადასხვა საკითხზე: სად შეინახონ თანხა, შექმნან თუ არა საკუთარი საცავი ან გამოიყენონ თუ არა გარე სერვისი, როგორ ამუშავონ აქტივები“ – აცხადებს Novogratz.

მისი თქმით, Bitcoin-ის ზრდის პოტენციალი ძლიერია და ამიტომ მიზანშეწონილია, ინვესტორებმა თავიანთ საფულეებში შეიტანონ პირველი, ლიდერი კრიპტოვალუტა:

„ვფიქრობ, Bitcoin-ის პერსპექტივა მაკრო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად, თუკი პორტფოლიოს რამოდენიმე პროცენტს Bitcoin-ს დავუქვემდებარებთ, გაჩნდება შანსი, რომ შედეგი კარგი იქნება. Fidelity მზადაა საქმიანობის დასაწყებად. Bakkt-ი ჯერ კიდევ მცირე ხნით ფერხდება, თუმცა ასე ვერ გაგრძელდება მუდმივად. ისინი, როგორც სხვები, აპირებენ თამაშში ჩაერთონ“.

Novogratz-ის თქმით, ოქროს ბაზრის მოცულობა ამჟამად 7,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს და იმისათვის, რომ ამ ბაზარს მასშტაბებით გადააჭარბოს, Bitcoin-ი უნდა გაიზარდოს მინიმუმ ასჯერ.

„Bitcoin-ი ამას უახლოეს ორ-სამ წელიწადში ვერ მოახერხებს ვერანაირად. თუმცა გამოვა ეს ოც წელში? დიახ, მარტივად. სხვა აქტივებს ამგვარი შანსი არ გააჩნიათ“ – განაცხადა Novogratz-მა.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში Novogratz-მა გამოხატა აზრი, რომ ინსტიტუციონალური ფულის წყალობით Bitcoin-ი მიაღწევს 8 ათასდოლარიან ნიშნულს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button