ახალი ამბებიტექნოლოგია

„მფრინავი თეფში“ ADIFO რუმინელი ინჟინრებისგან

რუმინელი ინჟინრისა და გამომგონებლის, Razvan Sabi-ს თქმით, მისი უნივერსალური მფრინავი აპარატი ADIFO ჩაფიქრებულია „ფრენის პარადიგმის ცვლილებისთვის“. ეროვნული საავიაციო ინსტიტუტის აეროდინამიკის ფაკულტეტის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად მან ფუნქციური პროტოტიპი ააწყო. ამ „თეფშს“ შეუძლია იფრინოს კვადროკოპტერისა და ზებგერითი ავიაგამანადგურებლის მსგავსად, გარეგნულად კი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც კლასიკური „მფრინავი თეფში“ კომიქსებიდან.

კონსტრუქციულად, ADIFO სწორი დისკოს ფორმისაა. მისი დიამეტრი 1,2 მეტრია. ცენტრალური მასიური ნაწილი მკვეთრად მცირდება და თხელდება ნაპირებისკენ ჰაერის წინააღმდეგობის შემცირების მიზნით. ფორმალურად, აპარატში არის წინა და უკანა ნაწილები. უკანა მხარეს განთავსებულია ორი ძრავი სიჩქარის სწრაფად ასაკრეფად. რეალურად კი ADIFO-ს შეუძლია იმოძრაოს ნებისმიერი მიმართულებით, იბრუნოს, ჰაერში გაჩერდეს და შეასრულოს უამრავი მანევრი, რაც დამახასიათებელია მულტიკოპტერისთვის.

image.jpeg

ოთხი სტანდარტული ვენტილატორის გარდა ADIFO-ს აქვს კიდევ ოთხი გვერდითი ჭრილი, რომლებიც უშვებენ გაზის ნაკადს რეაქტიული გაწევისთვის. ტექნოლოგია კოსმოსურ ხომალდებში გამოყენებულის  იდენტურია და საშუალებას იძლევა სწრაფად და ზუსტად აიჭრას აპარატი ჰაერში საჭის, ფრთებისა და რაიმე მსგავსი მექანიზმის გარეშე. ზებგერითი სიჩქარის განვითარებასთან მიახლოებისას კი ყველა არსებული ღია სივრცე ჩამკეტებით იხურება. 

პროტოტიპში გამოყენებულია უბრალო და იაფი დეტალები, მართვა კი მიზანმიმართულად არის შეზღუდული, რათა რთული მანევრის დროს აპარატი არ დაზიანდეს. ასე რომ ADIFO-ს რეალურ პილოტირებულ ფრენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობის შემქმნელები დიდ პოტენციალს ხედავენ პილოტირებული ვერსიის შექმნაში, ჯერჯერობით რთულია იმის წარმოდგენა – როგორი უნდა იყოს ინტერფეისი სალონში და როგორ უნდა მომზადდეს პილოტი, რათა დაეუფლოს ისეთი აპარატის მართვას, რომელსაც შეუძლია მყისიერად მოსწყდეს ადგილს და გაფრინდეს ნებისმიერი მიმართულებით.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button