ბუნება & სამყაროგართობამეცნიერებასურათები

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები #5

გალაქტიკა AM 0644-741. ბრილიანტის სამაჯურის მსგავსი ლურჯი რგოლი, რომელიც მოყვითალო ბირთვს აკრავს გარშემო, დიამეტრში 150 000 სინათლის წლის ზომისაა. ის უფრო ფართოა, ვიდრე მთლიანი ირმის ნახტომი.


SNR B0509-67.5. შემოკლებით იხმარება SNR B0509, ის წარმოადგენს მძლავრი ვარსკვლავური აფეთქების ნაშთს დიდ მაგელანურ ღრუბლებში. დედამიწიდან დაშორებულია 160 000 სინათლის წლით.


ნისლეული NGC 3132. პლანეტარული ნისლეულის მკაფიო მაგალითი. აირის გაფართოებადი ღრუბელი, რომელიც მკვდარ ვარსკვლავს არტყია გარშემო, მოყვარული ასტრონომებისთვის ცნობილია, როგორც სამხრეთის რგოლის ნისლეული.


ცხენის თავის ნისლეული. ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე ნისლეული აირისა და მტვრის ბნელი, ცივი მასაა. ეს ობიექტი ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც ყველაზე ხშირად იღებენ.


ეტლის ბორბლის გალაქტიკა. მდებარეობს 500 მილიონი სინათლის წლის დაშორებით მოქანდაკის თანავარსკვლავედში. მისი სპეციფიკური ფორმა ძლიერი გალაქტიკური შეჯახების შედეგია.


ნისლეული Messier 43. ორიონის აქამდე ნაკლებად ცნობილი ნისლეულის ახლო ხედი. ის ორიონის ნისლეულისგან (Messier 42) გამოყოფილია მტვრის სქელი ხაზით.


ნისლეული NGC 2440. კიდევ ერთი პლანეტარული ნისლეული, თუმცა ამას სხვებთან შედარებით უფრო ქაოსური სტრუქტურა აქვს. მის ცენტრში მდებარე ვარსკვლავის ტემპერატურა ცელსიუსით 200 000 გრადუსს აღწევს.


ნისლეული NGC 2261. მეორენაირად ჰაბლის ნისლეული ჰქვია და ტელესკოპის მსგავსად, სახელი ეწოდა ამერიკელი ასტრონომის, ედვინ ჰაბლის მიხედვით. ნისლეულის მთავარი ვარსკვლავი მზეზე ათჯერ დიდია და 300 000 წლისაა, თუმცა მისი კარგად დაფიქსირება ვერ ხერხდება.


ნისლეული Hubble 5. პეპლის მსგავსი პლანეტარული ნისლეული, რომელიც მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს, ჩვენგან 2200 სინათლის წლის დაშორებით.


გალაქტიკა NGC 7742. სპირალური გალაქტიკა, რომლის გულშიც სავარაუდოდ მასიური მძლავრი შავი ხვრელია. რგოლი, რომელიც ბირთვს აკრავს, მისგან დაახლოებით 3000 სინათლის წლითაა დაშორებული.


გალაქტიკა NGC 4921. სპირალური გალაქტიკა, რომლის უკანა ფონზეც სხვა გალაქტიკები მოჩანს. ეს სურათი 80 სხვა სურათის შეერთებით შეიქმნა.


ნისლეული NGC 346. ჩანასახის პერიოდში მყოფი ცხელი ვარსკვლავები მეზობელ გალაქტიკაში, რომლებსაც ჯერ არ აუნთიათ წყალბადის საწვავი. მათ შორის ყველაზე პატარა მზის ნახევარია მასით.


გალაქტიკა UGC 12158. ჩაკეტილი სპირალური გალაქტიკების თვალსაჩინო წარმომადგენელი. ცენტრიდან ცოტა ქვემოთ და მარცხნივ ლურჯი ვარსკვლავი მოჩანს, რომელიც სინამდვილეში სუპერნოვაა.


ლაგუნას ნისლეული. 1.5 სინათლის წლის სიგრძის ძაბრის ფორმის ‘ტორნადოების’ წყვილი ნისლეულის შუაგულში, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში.


ბუმერანგის ნისლეული. მტვრისა და აირების ორი, თითქმის სიმეტრიული ღრუბელი. თითოეული მათგანი დაახლოებით 1 სინათლის წლის სიგრძისაა.


ქვიშის საათის ნისლეული. ახალგაზრდა პლანეტარული ნისლეული 8000 სინათლის წლის მოშორებით. ეს სურათი სამი ფოტოს გაერთიანების შედეგია.


იუპიტერი. გიგანტურ პლანეტაზე მდებარე დიდი წითელი ლაქა ახლო ხედით. პირველად ის მე-17 საუკუნეში დააფიქსირეს. ლაქა წარმოადგენს მასიურ ქარიშხალს, რომელიც ციკლონის მსგავსად მოქმედებს.


გალაქტიკა NGC 2787. მჭიდროდ ჩახვეული, თითქმის კონცენტრული მტვრის გროვები, რომლებიც გარშემო არტყიან გალაქტიკის ნათელ ბირთვს.

_______________
წინა ნაწილები:
ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
ნაწილი IV

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button