ახალი ამბებიტექნოლოგია

სიჩქარის შემზღუდველი ახალი სისტემა Volvo Care Key და შიდა კამერები არაფხიზელი მძღოლების გამოსავლენად

Care Key

კომპანია Volvo Cars-მა წარადგინა ტექნოლოგია Care Key, რომელიც ხელს შეუწყობს მოძრაობის უსაფრთხოებას.

სისტემა საშუალებას იძლევა დაყენდეს მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მანამ, სანამ ავტომობილის მფლობელი ახლობლებს ათხოვებს მანქანას, ან იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ახალგაზრდა და გამოუცდელია.

მიიჩნევა, რომ Care Key ხელს შეუწყობს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. „უამრავ მძღოლს სურს, ათხოვოს თავისი ავტომობილი ახლობელს და არ სწუხდეს უსაფრთხოებაზე. Care Key – ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იგი წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიას როგორც ავტომობილის მფლობელის, ასევე მისი ახლობლებისათვის“ – აღნიშნავს ავტომწარმოებელი.

ცნობილია, რომ 2020 წლისთვის Volvo Cars-ი თავის ყველა ავტომობილში მაქსიმალურ სიჩქარეს შეზღუდავს 180 კმ/სთ-მდე. ტექნოლოგია Care Key კი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მკაცრად შეიზღუდოს სიჩქარე. 

image.jpeg

სისტემა Care Key შევა 2021 წლის შემდეგ გამოშვებულ Volvo-ს სტანდარტული კომპლექტაციის ყველა ავტომობილში. 

„მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა და Care Key უპირატეობას იძლევა არა მარტო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათ Volvo-ს მფლობელებისთვის ფინანსური მოგების მოტანაც შეუძლიათ. რამოდენიმე ქვეყენაში კომპანია მოლაპარაკებებზე იწვევს სადაზღვევო კომპანიებს, რათა Volvo-ს უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიის მომხმარებლებს შესთავაზოს დაზღვევის მაქსიმალურად მომგებიანი პროგრამა“ – აცხადებენ კომპანიაში. 

სტრატეგია Vision 2020 

Volvo Cars-ის აგრძელებს პროგრამა Vision 2020-ის რეალიზაციას, რომლის მიზანია ნულამდე შემცირდეს ავარიების რიცხვი. მორიგი მეთოდი მიმართულია არაფხიზელი და უყურადღებო მძღოლების გამოვლენისკენ. 

image.jpeg

მძღოლის მდგომარეობის მუდმივი ანალიზისათვის Volvo აპირებს გამოიყენოს სალონში არსებული კამერები და სხვადასხვა სენსორები. თუკი მძღოლი დააიგნორებს ავტომობილის სიგნალებს, რომლებიც მას შესაძლო ავარიის რისკებს აცნობებს, ავტომატურად გააქტიურდება ასისტენტი სისტემები კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად მანქანის სამართავად. 

ბორტის ელექტრონული დამხმარეები შეძლებენ უზრუნველყონ სტაბილური, ფრთხილი გადაადგილება და ავტომობილის გაჩერება უსაფრთხო ადგილზე.  

კამერები რეაგირებას მოახდენენ მძღოლის ისეთ ქცევებზე, რამაც შეიძლება იგი მძიმე ტრავმებამდე ან სიკვდილამდე მიიყვანოს. ესენია: საჭის სრული უმართავობა და უკონტროლობა, საგზაო მიმართულების დარღვევა ან საჭესთან თვალების დახუჭვა გარკვეული დროით, ექსტრემალურად სწრაფად გადასვლა-გადმოსვლა სამოძრაო ზოლიდან ზოლში ან მეტისმეტად შენელებული რეაქცია საგზაო ვითარების მიმართ. 

image.jpeg

ამგვარი კამერები Volvo-ს ყველა იმ ავტომობილში იქნება წარმოდგენილი, რომლებიც აწყობილი იქნება ახალ SPA2 პლატფორმაზე. ეს უკანასკნელი დღის სინათლეს 2020 წლის დასაწყისში იხილავს. კამერების რაოდენობა და განლაგება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button