ახალი ამბებითამაშებიტექნოლოგია

ახალი VR ჰედსეტი Oculus Rift S

მიმდინარე Game Developers Conference-ზე (GDC) კომპანია Oculus-მა წარდგინა თავისი VR ჰედსეტ Rift-ის განახლებული ვერსია, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. ახალი Oculus Rift S-ის ფასი 399 დოლარს შეადგენს, რაც 50 დოლარით მეტია წინამორბედ მოდელთან შედარებით. როგორც ცნობილი გახდა, მოწყობილობას მთელი რიგი გაუმჯობესებული სიახლეები აქვს, მათ შორისაა გაზრდილი ეკრანის გაფართოება და ინტეგრირებული აუდიოსისტემა.

Rift S-ის შექმნისას მწარმოებელმა გადაწყვიტა უარი ეთქვა OLED-ეკრანებზე და მათ ნაცვლად ისეთივე LCD-პანელები გამოიყენა, როგორიც აქვს უფრო ბიუჯეტურ ვერსიას – Oculus Go-ს. ამის წყალობით გაფართოება 1080 x 1200 პიქსელიდან 1280 x 1440 პიქსელამდე გაიზარდა, თუმცა კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერციდან 80-მდე შემცირდა. ამავე დროს, როგორც პორტალი TechCrunch აღნიშნავს, თვალთახედვის კუთხე ოდნავ გაიზარდა ორიგინალ Rift-თან შედარებით. 

image.jpeg

ახალი ჰედსეტის კომპლექტში შედის მართვის ორი კონტროლერი – Oculus Touch. გარდა ამისა, ჰედსეტს აქვს ხუთი კამერა გარმომცველი სივრცის აღქმისათვის. კამერათა მასივის არსებობა, რომელსაც მწარმოებელი Oculuc Insight-ს უწოდებს, აღარ საჭიროებს გარე სენსორებს. 

image.jpeg

საინტერესოა, რომ განახლებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კომპანია Lenovo-მ, რაც საკმაოდ უცნაურია. ასეა თუ ისე, ამას აცხადებს თავად Oculus-ი: „ერთობლივმა ძალისხმევამ საშუალება მოგვცა ჰედსეტი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გამოსულიყო, გაგვეხადა იგი გარე სინათლისგან შეუღწევადი და შეგვექმნა მარტივი ერთსადენიანი სისტემა უფრო კომფორტული გამოყენებისთვის“. 

Oculus Rift S-ის შეძენის მსურველებისთვის აუცილებელია საკმაოდ მძლავრი კომპიუტერის ქონა. Oculus-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია სპეციალური პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და შეამოწმოთ ჰედსეტის მოთხოვნების თავსებადობა თქვენს სისტემასთან. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close