ახალი ამბებიტექნოლოგია

ახალი ეგზოჩონჩხი 90 კგ ტვირთის აწევის შესაძლებლობით

ვის შეუძლია გადაადგილდეს 5,5 კმ/სთ სიჩქარით და აწიოს 90 კგ ტვირთი, ამასთანავე იმუშავოს მთელი დღე გაუჩერებლად? პოტენციურად ეს უკვე ნებისმიერ იმ ადამიანს შეუძლია, ვინც სპეციალურ ეგზოჩონჩხს „ჩაიცვამს“. სწორედ ამიტომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა კომპანია Sarcos-ს შეუკვეთეს სრულზომიანი ეგზოჩონჩხები – Guardian XO: მათი დახმარებით 90 კგ ტვირთის აწევისას ადამიანს ექნება შეგრძნება, თითქოს 4,5 კგ უჭირავს!

რაღა თქმა უნდა, ეს არ ჰგავს „რკინის კაცის“ კოსტიუმს. მიუხედავად იმისა, რომ ეგზოჩონჩხების წარმოებაში რეალური პროგრესი შეინიშნება ბოლო ათწლეულის მანძილზე, ისინი ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმე, ზომაში დიდი და მოუქნელია, ამავე დროს მცირე ავტონომიური სამუშაო დრო აქვთ. თუმცა, ასეა თუ ისე, შესაძლებლობა, რომ აწიოს 90 კგ ტვირთი და რამოდენიმე საათი ტრავმებისა და შეფერხების გარეშე დაუმუხტავად იმუშაოს, დიდი მიგნებაა სამხედრო პირებისთვის, რომელთაც უწევთ ხელით გადაიტანონ რაკეტები, საწვავის მძიმე მილები და დაშლილი ძრავის ან ტრანსპორტის ნაწილები.

სწორედ ამიტომ სურთ ამერიკელ სამხედროებს Guardian XO-ს გამოყენება – ძირითადად მასალების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისთვის. ეგზოჩონჩხით შესაძლებელია 5,5-5,6 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა, აგრეთვე შესაძლებელია მას გამოეცვალოს ბატარეა, რომელიც 8 საათიან მუშაობას უზრუნველყოფს.

თუკი Sarcos-ის ეგზოჩონჩხი გამოცდას წარმატებით გაივლის, ის მაინც არ იქნება პირველი მოწყობილობა, რომელიც სამხედრო ეკიპირებისთვის გამოდგება. ჯერჯერობით მხოლოდ შესაძლებელია მას ანდონ მძიმე ტვირთის გადაზიდვა. თუმცა მოდელით უკვე დაინტერესდნენ BMW, Caterpillar და რამოდენიმე სამშენებლო კომპანია.

მოწყობილობის კიდევ ერთი დადებითი თვისება ის გახლავთ, რომ მას შეუძლია შეაგროვოს სხვადასხვა ბიომეტრიული მონაცემები მომხმარებელზე: წნევა, პულსი, სხეულის ტემპერატურა და ა.შ, რათა მომხმარებელი გადატვირთვისგან დაიცვას. ამას გარდა, მოწყობილობაში ინტეგრირებული კომპიუტერი გააანალიზებს საქმიანობის ხასიათს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გაუწიოს მხარდაჭერა სამუშაოს შესასრულებლად.

სადემონსტრაციო ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=g9rInLPw8YE

https://hi-news.ru/robots/novyj-ekzoskelet-pomozhet-cheloveku-podnyat-gruz-vesom-90-kilogrammov.html

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button