ახალი ამბებიკოსმოსიმეცნიერება

ევროპულმა ორბიტალურმა მოდულმა მარსზე „ბეწვიანი ლურჯი ობობა“ გადაიღო

ხელოვნურად შეფერილ ფოტოზე წარმოდგენილია ე.წ. „მარსის მტვრის ეშმაკების“ ნაკვალევი. სხვა მრავალ ფოტოსთან ერთად ეს ფოტო გადაიღო ევროპულმა მოდულმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა. გადაღებათა ნაწილი უკვე გამოქვეყნდა ფართო საზოგადოებისთვის.

ExoMars Trace Gas Orbiter (TGO) მარსისკენ 2016 წლის ოქტომბერში გაემგზავრა, თუმცა მის ახლო ორბიტას მხოლოდ 2018 წლის თებერვალს მიაღწია, სამეცნიერო მოღვაწეობა კი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. პროექტს მართავს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და Роскосмос-ი, რომელთა ერთობლივ მიზანს წარმოადგენს ეძებონ მეთანი, რომელიც მეცნიერებს დაეხმარება უკეთ შეიცნონ წითელი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა.

TGO-ს მთავარ ღირსებას წარმოადგენს კამერა Surface Imaging System (CaSSIS), რომელიც ორბიტიდან მარსის გამოსაკვლევად გამოიყენება. CaSSIS უნიკალურია იმით, რომ შეუძლია გადაიღოს კრისტალურად სუფთა და მკაფიო ფოტოები.

image.png



 

ხელოვნურად დადებული შეფერილობით გამოხატულია მარსის ობობისმაგვარი რეგიონი Terra Sabaea. სინამდვილეში ეს არის ნაკვალევები, რომლებიც რჩება „მტვრის ეშმაკებისგან“ – მარსისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენისგან. ESA-ს წარმომადგენელთა აზრით ეს ქსელი ასობით ან ათასობით პატარა მარსული ტორნადოსგანაა შექმნილი. გამოსახულება წარმოდგენილია ფერების კომბინაციით, რათა უკეთ იყოს აღქმადი ზედაპირის თავისებურება. მისი რეალური ფერი ESA-ს განცხადებით, არის მუქი წითელი, რადგანაც „მტვრის ეშმაკები“ სუფთა მასალებს იღებენ ზედაპირიდან. 

იხილეთ სხვა ფოტოები: 

image.png

მარსის მარილიანი სულფატები 

image.png

 

დიუნები 

image.png



მარსის სამხრეთ პოლუსის ტალღოვანი ზედაპირი  

https://hi-news.ru/space/evropejskij-orbitalnyj-modul-sfotografiroval-volosatogo-sinego-pauka-na-marse.html

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button