გამორჩეული ადამიანებიმოტივაციასხვადასხვა

ჯუმბერ ლეჟავა

დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).

1986 წელს 46 წლის ასაკში დაავადდა ნაწლავების განგრენით. 1986-1987 წლებში ორი ოპერაციის შედეგად ამოაჭრეს 4,25 მეტრი სიგრძის ნაწლავები. 1987-1990 წლებში საკუთარი ვარჯიშების მეთოდი შეიმუშავა და დაამარცხა გარდაუვალი სიკვდილი. 1990-1992 წლებში ამყარებს მსოფლიო და გინესის რეკორდებს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში. 1993 წლის 13 აგვისტოს 13 საათზე (სარფი) 54 წლის ასაკში იწყებს მოგზაურობას ველოსიპედით. 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური. უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი: 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე, ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე.

ჯუმბერ ლეჟავაზე თავდასხმა მოეწყო:
1. ადამიანებისგან 50-მდე.
2. მხეცებისაგან 15-მდე.
3. სტიქიური უბედურება თავს დაატყდა მრავალჯერ.
4. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მრავალჯერ იდგა.

მოგზაურის მარშრუტი გავლილი დასახელებული პუნქტების მიხედვით დაფიქსირებულია 4 000-ზე მეტ პოლიციის განყოფილებაში.
15-მდე ღამე სხვადასხვა ციხეში გაატარა. უბედური შემთხვევის გამო 
6-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში. 1000-ზე მეტჯერ გაათია ღამე კარავსა და ღია ცის ქვეშ.
გარდაიცვალა 2014 წლის 25 ივლისს. 

დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ.შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენითსაქართველოს სახელმწიფო პრემიითსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან — „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი (1999).

Source
ka.wikipedia.org
ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close