ქართული გვარები

ჟამიერაშვილი (ქართული გვარ – სახელები)

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჟამიერა.

გვარი ჟამიერაშვილი მოხსენიებულია 1719 წელს, დავით მეფის სიგელში.

ონის რაიონში არის სოფელი ჟამიერეთი.

დიდენაგეთელ ალექსი ჟამიერაშვილს 1874 წელს შვილი მოუნათლეს. მისი ნათლია ყოფილა თანასოფლელი გიორგი ბარათოვი.

საქართველოში 124 ჟამიერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 75, თელავში – 31, ფოთში – 5. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button