ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ბარი სილბერტი: Bitcoin-ის ფასი დადებითად იმოქმედებს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების გამოშვებაზე

ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების გამოჩენა ინტერესს აამაღლებს კრიპტოვალუტის მიმართ ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მხრიდან და, თავის მხრივ, დადებითად აისახება Bitcoin-ის ფასის დინამიკაზე. ამის შესახებ განაცხადა Grayscale Investments-ისა და Digital Currency Group-ის ხელმძღვანელმა ბარი სილბერტმა. 

ამასთან, რაც მეტად ფართო იქნება სახელმწიფოებრივი ციფრული აქტივების ბაზარი, მით უკეთესია კრიპტოვალუტისთვის. 

„სამომავლოდ შესაძლოა გაჩნდეს ცენტრალური ბანკების 80-ზე მეტი ციფრული ვალუტა, რაც გამოიწვევს ფინანსურ სისტემებში უზარმაზარი მოცულობის რესურსების შემოდინებას ამ მონეტების უსაფრთხო შენახვისა და სხვადასხვა ოპერაციებისთვის. თუკი ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ჩვეულებრივი კრიპტოვალუტებისთვისაც, მათ შორის Bitcoin-ისთვის“ –  განაცხადა სილბერტმა. 

მან ივარაუდა, რომ როდესაც არ უნდა გამოვიდეს ეს აქტივები, ისინი გამოავლენენ Bitcoin-ის, როგორც ციფრული ვალუტის უპირატესობასა და ფასეულობას. 

ძველად სილბერტი ამტკიცებდა, რომ სამომავლოდ ციფრული ტოკენების უმრავლესობა გაქრება, რადგანც ისინი არანაირად გამოიყენება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button