პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ყვავილების ქალი

როგორც საღამო მკრთალი,
დგას ყვავილების ქალი,
ელავს ჩამავალ მზეში
იაგუნდი და ლალი.
თვალწინ ეშლება მცხრალი
სასაფლაოთა კვალი,
აი, სამარეთ წყება
და დახუჭული თვალი.
აი, ოდესმე მთვრალი –
ეხლა ჩამქრალი ალი,
აქ განისვენებს რწმენა,
სწუხს ყვავილების ქალი.
სწუხს ყვავილების ქალი,
სწუხს ყვავილების ქალი,
ხედავს დამარხულ იმედს
და ებინდება თვალი.
იყო მარადის მკრთალი,
მისი ცოდვა და ბრალი,
აქ ძველი ხანა მოკვდა;
სწუხს ყვავილების ქალი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button