ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ბილ გეითსი: Bitcoin-ი გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს

მილიარდერმა ფილანთროპმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს, რაშიც მან მოიაზრა ტრანზაქციაზე დახარჯული ენერგია, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება გადაცემის სხვა მეთოდით დახარჯულს.

იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მილიარდერების უმეტესობა BTC-ში ინვესტიციების დაგეგმვით არის დაკავებული, ბილ გეითსი სკეპტიკურად უყურებს აქტივს და ამბობს, რომ Bitcoin-ი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე კაცობრიობისთვის ცნობილი ნებისმიერი სხვა გადაცემის მეთოდი.

იგი შეშფოთებულია Bitcoin-ის ნახშირორჟანგის კვალის მაღალი დონით.

რაც შეეხება გეითსის განცხადებას, მონაცემთა ანალიზის სპეციალისტების შეფასებით Bitcoin-ტრანზაქციის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობა 300 კგ-ს შეადგენს. ამავე დროს, CO2-ის მოცულობა, რომელიც Visa-ს ტრანზაქციას ახლავს თან, 0.4 გრამს შეადგენს.

ჯერალდ მოზერი, Barclays Private Bank-ის ბაზრის მთავარი სტრატეგი, იზიარებს ბილ გეითსის მოსაზრებას:

”კრიპტოვალუტის დამატება პორტფელში მას ნაკლებად ეკოლოგიურად აქცევს.”

მან ასევე გამოთქვა შეშფოთება ელექტრონული ნარჩენების ზრდის გამო, რადგან კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ძველდება დაახლოებით ყოველ 18 თვეში და ისინი გროვდება მოწყობილობების ნარჩენის სახით.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button