პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ფაცხა მეგრული ოდა გურული ..

ფაცხა მეგრული, ოდა გურული,
ისლით და ყავრით გადახურული.
სულ ერთი არის ფაცხა და ოდა,
თუ სიყვარული არსებობს ცოტა.

პატარა სახლი, როგორც ნალია,
თვით სასახლეზე იდუმალია,
სტუმართმოყვარე იმედით დაცხა,
გურული ოდა, მეგრული ფაცხა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button