პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – შესდგა ცხენი

ციკლიდან „პაციფიზმი“

შესდგა ცხენი.
მზეზე ბზინვა ბზიფის,
ღელვად მისდევს
ყვავილების ბიბინს.

მაჭახელის –
მცნობი მუსაიფის,
მონადირეც
მისდევს ბზიფის კიბეს.

ფერადია
სამოსელი ბზიფის –
ხოხობივით
მშვენიერი დიბის.

ცისარტყელათ
შუა, იმა კიბეს,
სდგას ირემი…
ხედი ხიბლავს ბზიფის.

სურნელება
ლბილი თივის თიბვის –
აი რაა
დილა მზიურ ბზიფის.

და მტევნების
სულ მწიფეზე მწიფის
მსგავსებაა
ჩუქურთმები ბზიფის.

ჰანგი ესმის
ბზიფის სიირიბეს –
დოვლათისა,
არა სიღარიბის.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button