ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ბანკი გაყიდის 3 მლრდ აშშ დოლარის ობლიგაციებს Bitcoin-ში

ჩინეთის ბანკი – China Construction Bank (CCB) ჰონგკონგურ კრიპტობირჟა Fusang-თან თანამშრომლობის ფარგლებში ბლოკჩეინზე გამოუშვებს 3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს.

13 ნოემბრიდან სერტიფიკატები Bitcoin-ზე გაცვლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბირჟა Fusang-ის მეშვეობით, რომელიც მალაიზიაშია ლიცენზირებული.

China Construction Bank-ის ადგილობრივი ფილიალი ობლიგაციებს გასცემს სამი თვის ვადით. მათი ღირებულება 100 აშშ დოლარიდან იწყება.

ობლიგაციები გაიცემა სადეპოზიტო სერტიფიკატების სახით. მათი დამოწმებული თანხა ჩვეულებრივ იზომება ათიათასობით იუანად. თუმცა, ტოკენიზაცია საცალო ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეიძინონ მცირე წილი ამ ინსტრუმენტიდან.

CCB-ის წარმომადგენლების განცხადებით, ბლოკჩეინზე ობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილება მიზნად ისახავს “fintech-ის უფრო ფართო ფინანსურ ბაზრებთან დაახლოებას”.

წარმატების შემთხვევაში Fusang განიხილავს სახელმწიფო ბანკებთან თანამშრომლობით ფასიანი ქაღალდების გამოშვებას სხვა ვალუტებში, იუანის ჩათვლით.

SPGlobal-ის მონაცემების თანახმად, China Construction Bank მსოფლიოში მეორე უდიდესი ბანკია. 2020 წლის აპრილის მდგომარეობით მისი მართვის ქვეშ იმყოფებოდა 3.6 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები.

შეგახსენებთ, სექტემბერში სინგაპურის საფონდო ბირჟამ გამოუშვა 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები ბლოკჩეინზე ხუთწელიწადნახევრის ვადით.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button