ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის მაინერების დღეღამურმა შემოსავალმა რეკორდულ 52.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია

Bitcoin-ის მაინერების შემოსავალმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, 52.3 მლნ აშშ დოლარს დღე-ღამეში (355.1 მლნ აშშ დოლარი კვირაში) – მოწმობს ანალიტიკურ კომპანია Glassnode-ის ანგარიში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაინერებმა შეძლეს შემოსავლის გაზრდა მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებულ ბლოკზე ჯილდო შემცირდა 2020 წლის მაისში. კრიპტოვალუტების ისტორიაში მესამე ჰალვინგის შემდეგ მოპოვებულ ბლოკზე მიღებული ჯილდო 12.5-დან 6.25 Bitcoin-ამდე შემცირდა.

Glassnode-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო ჰალვინგის შემდგომ ახლო პერიოდში მაინერები გამოიმუშავებდნენ დაახლოებით 1000 Bitcoin-ს დღეში. ამ ტრანზაქციებზე გათვალისწინებული საკომისიო შეადგენდა ღირებულების მხოლოდ მეათედ ნაწილს. ამჟამად კრიპტოსავალუტო ბირჟებიდან წარმოებული ოპერაციების აქტივობა იზრდება და ასეთი საკომისიოების მოცულობა უკვე მთლიანი მოცულობის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. თებერვალში მაინერებმა შეძლეს კვირაში გამოემუშავებინათ 354.4 მლნ აშშ დოლარი და მოხსნეს 2017 წლის რეკორდი. იმ დროს საკომისიო მოსაკრებელი შეადგენდა შემოსავლის დაახლოებით 15%-ს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button