ახალი ამბებიკოსმოსიმეცნიერება

დღის ფოტო: გალაქტიკების შეჯახება

აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაქვეყნა გალაქტიკების შეჯახების ამსახველი შესანიშნავი ფოტოები – ფოტოზე მოცემულია ჰერკულესის თანავარსკვლავედის ორი გალაქტიკის შერწყმა.

ფოტოზე აღბეჭდილია ობიექტი კოდური სახელწოდებით NGC 6052. იგი მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 230 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით.

დასახელებულ კოსმოსურ სტრუქტურას უილიამ ჰერშელი ჯერ კიდევ 1784 წელს აკვირდებოდა. თუმცა თავდაპირველად იგი შეცდომით იქნა აღქმული ერთ მთლიან გალაქტიკად. შემდგომი დაკვირვებების შედეგად გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ რეალურად ობიექტი NGC 6052 – ორი გალაქტიკაა, რომლებიც შერწყმის ეტაპზე იმყოფებიან.

წარმოდგენილი ფოტო მიღებულ იქნა ორბიტალური ტელესკოპის, „ჰაბლის“ (NASA/ESA Hubble Space Telescope) ბორტიდან. ფოტოგადაღების დროს გამოყენებული იყო ინსტრუმენტი Wide Field Camera 3 – კოსმოსური ობსერვატორიის ყველაზე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ რამოდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ჩვენს გალაქტიკასაც ელის შეჯახება: მიიჩნევა, რომ ადრე თუ გვიან იგი შეერწყმება ანდრომედას გალაქტიკას.

https://3dnews.ru/983719

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button