ახალი ამბებიტექნოლოგია

Samsung Galaxy M30 ოფიციალურად წარსდგა

კომპანია Samsung-მა გასულ თვეში დააანონსა ორი საინტერესო მოდელი – Galaxy M10 და Galaxy M20. ვრცელდებოდა ხმები, რომ მათთან ერთად სამხრეთკორეული კომპანია კიდევ ერთ მოწყობილობას წარადგენდა – ეს იყო Samsung Galaxy M30. თუმცა ამ უკანასკნელის პრემიერა მხოლოდ ახლახანს შედგა.

ახალი სმარტფონი იმავე სტილისაა, რაც ამ სერიის ორი „უმცროსი“ მოდელი. ტექნიკური თვალსაზრისით ინჟინრებმა ბევრი რამ ისესხეს Galaxy M20-იდან. მთავარ განსხვავებას წარმოადგენს სამი ძირითადი კამერა, რომელმაც ორმოდულიანი სისტემა ჩაანაცვლა და განთავსდა უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში. უკანა პანელზევეა დაქტილოსკოპიური სკანერიც. 

image.png

თითქმის მთლიანი ფრონტალური ნაწილი Infinity-U დისპლეის უკავია. ქვედა მხარეს სმარტფონს შედარებით მსხვილი კიდე აქვს (ე.წ. ღაბაბი), ზედა ნაწილში კი – წვეთის ფორმის ჭრილი, რომელშიც სელფი-კამერაა განთავსებული. დისპლეის დიაგონალი შეადგენს 6,4 დუიმს. აღსანიშნავია, რომ Samsung Galaxy M30 სმარტფონში გამოყენებულია OLED პანელი და არა LCD – უმცროსი მოდელებისგან განსხვავებით. ეკრანის გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. 

აპარატული პლატფორმა ნასესხებია Galaxy M20-ისგან. საფირმო პროცესორი Exynos 7904 დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. გრაფიკის რენდერინგით დაკავებულია ამაჩქარებელი Mali-G71 MP2. პროცესორის ბირთვები – Kryo 260 Gold და Kryo 260 Silver აწყობილია ARM Cortex-ის ბაზაზე, მათი ტაქტის სიხშირეებია 1,8 და 1,6 გჰც, შესაბამისად,  

Samsung Galaxy M30 ხელმისაწვდომია 4/64 გბ კონფიგურაციაშიც, თუმცა Galaxy M20-ისგან განსხვავებით იგი საბაზისო მოდიფიკაციას წარმოადგენს. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელი წარმოდგენილია LPDDR4x ტიპის 6 გბ ოპერატიული და eMMC 5.1 ტიპის 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. გათვალისწინებულია სლოტი 512 გიგაბაიტიანი microSD ფორმატის მეხსიერების ბარათისთვის. 

image.png

ძირითად კამერას აქვს 13+5+5 მეგაპიქსელიანი მოდულები. ფრონტალური კამერის გაფართოება არ კონკრეტდება. სავარაუდოდ, იგი Samsung Galaxy M20-ის მსგავსად 8 მეგაპიქსელიანია. 

image.png

ბატარეის მოცულობაა 5000 მილიამპერი/სთ. მწარმოებლის თქმით, უზრუნველყოფილია 105 საათამდე მუსიკის მოსმენა, 25 საათი ვიდეოს ყურება ან 31 საათი საუბარი ერთ დატენვაზე. გათვალისწინებულია 15 ვატიანი სწრაფი დატენვაც USB Type-C პორტის მეშვეობით. სმარტფონის სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია Dolby Atmos-ისა დაWidevine L1-ის მხარდაჭერა, სისქე – 8,5 მმ, სახის ამომცნობი ტექნოლოგია Face Unlock, ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie და SAR-ის მაჩვენებელი – 0.409 ვტ/კგ. (გამოსხივების დონე). 

Samsung Galaxy M30 ხელმისაწვდომია შავ და ლურჯ ვარიანტებად. მისი გაყიდვა 7 მარტიდან დაიწყება. 

https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24580/samsung-galaxy-m30-predstavlen-oficialno-exynos-7904-do-128-gb-fleshpamjati-i-cena-ot-14-000-rublej 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button