Topსამხედრო

5 ყველაზე ეფექტური თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორი (ნაწილი 2)

ფინური ჯავშანტრანსპორტიორი – AMV
bcdbd4f5878a
Patria AMV არის ფინური ბრონირებული მანქანა, რომელიც შექმნა კომპანია “Patria”-მ. წარმოდგენილი მოდელი ექსპლუატაციაშია 2004 წლიდან. მანქანა აღჭურვილია 483 ცხენისძალიანი DI12 (DC12)-ის ტიპის ძრავით, რომლითაც საათში გადის 100 კილომეტრს. ერთი სავსე ავზით შეუძლია გაიაროს 700კმ. ჯავშანტრანსპორტიორის გაბარიტები სიგრძეში შეადგენს 7,9 მეტრს, სიგანეში 2,8 მეტრს და იწონის 17 ტონას.

ავსტრიული ჯავშანტრანსპორტიორი – Pandur II
0dfc9d791e0f
Pandur II არის თანამედროვე ავსტრიული საბრძოლო ჯავშანმანქანა, რომელსაც აწარმოებს კომპანია General Dynamics European Land Systems-Steyr GmbH. ეს მოდელი იწარმოება 2007 წლიდან, ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 2008 წლიდან. ეგზემპლარს უყენია 524 ცხენისძალიანი TCD 2015-ის ტიპის ძრავი, რომლითაც საათში გადის 100 კილომეტრს. ერთი სავსე ავზით მანქანას შეუძლია გაიაროს 700 კილომეტრი. წარმოდგენილ მანქანას უყენია 1x 30 მილიმეტრიანი წვრილკალიბრიანი Mk44. მისი გაბარიტები სიგრძეში შეადგენს 7,36 მეტრს, სიგანეში 2,67 მეტრს და იწონის 22 ტონას.
https://www.youtube.com/embed/miU7TyKehLY

უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი – БТР-4
1b2303feed64
БТР-4 “ბუცეფალი” არის ერთ-ერთი თანამედროვე უკრაინული ჯავშანმანქანა, რომელიც შეიქმნა ხარკოვის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხანასი. წარმოდგენილი ეგზემპლარი იწარმოება 2008 წლიდან. მოდელი აღჭურვილია 500 ცხენისძალიანი ЗТД-3-ის ტიპის ძრავით, რომლითაც საათში გადის 110 კილომეტრს. ერთი სავსე ავზით ის გადის 690 კილომეტრს. საბრძოლო მანქანას უყენია 30 მილიმეტრიანი КБА-1 და ორი 1x 7,62მმ-იანი КТ, ПТРК “Барьер” 1x 30მმ-იანი АГС-17 ტყვიამფრქვევები. მოცემული ტრანსპორტის ზომები შეადგენს 7,65 მეტრი სიგრძეში და 2,9 მეტრი სიგანეში, იწონის 21,9 ტონას.
https://www.youtube.com/embed/nQVzGm3Twxo

რუსული ჯავშანტრანსპორტიორი – БТР-82
d552a8b4a9a4
БТР-82 არის რუსეთის ფედერაციის შეიარაღების თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორი. მოდელს უყენია დიზელის ტურბოჩარჯირებული 300 ცხენისძალიანი ძრავი, რომლითაც ის გადის საათში 100 კილომეტრს. ერთი სავსე ავზით მას შეუძლია გაიაროს 600 კილომეტრი. საბრძოლო მანქანას უყენია 30-მილიმეტრიანი ავტომატური შაშხანა 2А72 და 7,62 მილიმეტრიანი ПКТМ სატანკო ტყვიამფრქვევი.
https://www.youtube.com/embed/2QW--d-bvBQ

თურქული ჯავშანტრანსპორტიორი – AV8
1ba741766568
AV8 არის თანამედროვე თურქული ბრონირებული მანქანა, რომელსაც აწარმოებს სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია FNSS. მოცემული მოდელი ექსპლუატაციაშია 2012 წლიდან. ეგზემპლარი აღჭურვილია 524 ცხენისძალიანი TCD 2015-ის ტიპის ძრავით, რომლითაც საათში გადის 100 კილომეტრს. ერთი სავსე ავზით გადის 700 კილომეტრს. მოცემულ ეგზემპლარის უყენია მხოლოდ 1x 12,7 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიამფრქვევი. ტრანსპორტის გაბარიტები შეადგენს 7,9 მეტრს სიგრძეში, 2,8 სიგანეში და იწონის 26 ტონას.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button