ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ბირჟა Gemini-მ გახსნა სადაზღვევო კომპანია კრიპტოსავალუტო აქტივებისთვის

ძმებ Winklevoss-ების კუთვნილმა Bitcoin-ბირჟა Gemini-მ დააფუძნა კომპანია Nakamoto, Ltd, რომელიც განკუთვნილია საკუთარი კასტოდიალური სერვისის 200 მლნ აშშ დოლარით დაზღვევისთვის. 

Gemini-ს მომხმარებლები შეძლებენ მიიღონ დამატებითი დაზღვევა თავიანთი აქტივებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას უფრო მეტი დაცულობა. 

მოსალოდნელია, რომ ახალი სერვისი Gemini-ს საშუალებას მისცემს დარჩეს უსაფრთხო კასტოდიალურ სერვისად და დაეხმაროს ინსტიტუციონალიზებულ მომხმარებლებს ნორმატიულ მოთხოვნებზე თვალყურის დევნებაში. 

„ღირებული დაზღვევის მიღება კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში რთულ ამოცანად რჩება, ამიტომ ახალი შიდა სერვისი გაზრდის ჩვენს სადაზღვევო შესაძლებლობებს და ინდუსტრიას წინ წასწევს“ – განაცხადა Gemini-ს პრეზიდენტმა Cameron Winklevoss-მა. 

ციფრული აქტივების დაზღვევის გეგმების შესახებ ბირჟამ თავის მომხმარებლებს პირველად 2018 წლის ოქტომბერში აცნობა. 

კასტოდიალური სერვისი Gemini Custody ამოქმედდა 2019 წლის სექტემბერში და იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ offline-შენახული აქტივებით მომენტალური კრედიტების ხარჯზე. 

წყარო: http://gestyy.com/w7xXiM

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button