Hi-Techთამაშებიკომპიუტერული ტექნოლოგია

Sony-მ შესაძლოა გამოუშვას პორტატული კონსოლი PlayStation 5G

პორტატული კონსოლების მწარმოებელ კომპანია Nintendo-ს მიერ შექმნილი მოწყობილობები, მართალია, არ წარმოადგენს რამე განსაკუთრებულ პროგრესს, თუმცა მათ კომპანიისთვის დიდი შემოსავალი მოაქვთ და პოპულარობით სარგებლობენ მსოფლიოში, ამასთან, Switch-ზე არ არსებობს თამაშები თანამედროვე გრაფიკით.

Sony დაინტერესებულია შექმნას პორტატული კონსოლი PlayStation 5 თამაშების, 5G მობილური კავშირისა და Wi-Fi-ს მხარდაჭერით. მიიჩნევა, რომ კონსოლზე თამაში განხორციელდება ქლაუდ-სერვის PlayStation Now-ს წყალობით, რომლის მეშვეობით გაეშვება თამაშები, გრაფიკის ხარისხი და კადრების სიხშირე კი პირდაპირ დამოკიდებული იქნება მომხმარებლის კავშირის სიჩქარეზე.

გამომცემლობა T3 ამტკიცებს, რომ კომპანია უკვე დაკავებულია Nintendo Switch-ის ანალოგიური კონსოლის შექმნით, რათა კონკურენცია გაუწიოს მას. იმის გათვალისწინებით, რომ Sony-ს განკარგულებაშია უამრავი თამაში, ეს მცდელობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს.

Sony-ს ბოლო პორტატული მოდელი იყო PlayStation Vita, რომელიც 2012 წელს გამოვიდა, 5 წლის განმავლობაში გაიყიდა 15 მილიონი კონსოლი და გაჯეტის მხარდაჭერა გაგრძელდა 2019 წლამდე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button