რჩევებიჯანმრთელობა

4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი სერიოზულ სითხის დეფიციტს განიცდის

⚠️ სითხის ნაკლებობა და დეფიციტი, იგივე დეჰიდრატაცია სახუმარო რამ არ გახლავთ. ამ უკანასკნელს უამრავი გართულება შეიძლება ერთდროულად ახლდეს თან! ⤵️

1) მუქი ფერის შარდი

– ზოგადად, მედიკოსები გვეუბნებიან, რომ თუ გვსურს განვსაზღვროთ, თუ რამდენად საკმარის წყალს ვიღებთ, უნდა დავაკვირდეთ შარდის ფერს. როგორც ფოტოზე ხედავთ, შარდი რაც უფრო მუქია, მით უფრო მეტად გჭირდებათ წყალი!

Image placeholder

2) მშრალი და წებოვანი პირის ღრუ

– მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომი ასევე ახლავს დიაბეტს, გადაღლილობას და ძლიერ ნერვულ დაძაბულობას, ამავე დროს, დეჰიდრატაციასაც იგივე ახასიათებს.

Image placeholder

3) თავის ტკივილი

– ბევრ ადამიანს ქრონიკული თავის ტკივილი აქვს და ამას აბრალებენ ხმაურს და გადაღლილობას. რეალურად კი, როდესაც ტვინს საკმარისი რაოდენობის წყალი არ მიეწოდება, თქვენ ავტომატურად თავის ტკივილი გეწყებათ. დაიმახსოვრეთ, რომ მოერიდეთ წყლის მიღებას საღამოს 7 საათის შემდეგ, რადგან ორგანიზმი ამ პერიოდის შემდეგ წყალს არ იწოვს და ის წყალი ან გარეთ გამოდის, ან იწვევს სახის კუნთების შეშუპებას.

Image placeholder

4) გადაღლილობა და კონცენტრაციის უნარის დაკარგვა

– თუ მუდმივად წამოწოლა, დაჯდომა და დასვენება გინდებათ, ფეხზე ადგომა და საქმის კეთება კი დიდი ძალისხმევის შედეგადაა მისაღწევი, ესე იგი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გაქვთ, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც მჯდომიარე ცხოვრების წესი და არასაკმარისი წყლის რესურსია. ასევე, როგორც ვახსენე, თუ კი კონცენტრაცია გიჭირთ ერთ კონკრეტულ საკითხზე, იბნევით და გონება მარტივად გეთიშებათ, დროა, წყლის სმას მოუმატოთ!

Image placeholder

ყურადღებით ❗️გაზიანი სასმელები, კომპოტი, ჩაი, ყავა, ენერგეტიკული სასმელი❗️ წყალს არ/ვერ ანაცვლებს და თუ მათ იმედზე ხართ, ჯობია სასწრაფოდ დაიწყოთ წყლის სმა! • •

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button