ახალი ამბებიტექნოლოგია

Nikola Motors-ის off-road ელექტრომობილი – ე.წ. „მაღალსიჩქარიანი დემონი“

Nikola Motors – ეს არის სტარტაპი, რომელიც არა მარტო ქმნის ელექტრო ძრავებს, არამედ იყენებს მათ მძლავრ სატრანსპორტო საშუალებებში, რომელთა გამოყენების სურვილი ნამდვილად გაუჩნდებათ ექსტრემალებს. არიზონაში გამართულ ღონისძიებაზე Nikola-მ წარადგინა ორხიდიანი ე.წ. „dune buggy“, რომელიც off-road-ისთვისაა განკუთვნილი. მანქანის საწყისი ფასი 80 ათასი დოლარია და მისი კომერციული წარმოება 2021 წელს დაიწყება.

ელექტრომობილი უსაფრთხოა გარემოსთვის, მისგან არ ხდება მავნე ნივთიერებების გავრცელება. იგი მარტივად გადალახავს რთულ გზებს 35-დუიმიანი საბურავებისა და თითოეულ მათგანზე თითო ძრავის წყალობით. მძღოლი და მგზავრები დაცულნი არიან გარემოსგან, მანქანის სალონი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გახდეს სრულიად იზოლირებული, იგი აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციისა და კონდენცირების სისტემებით. მანქანის სალონში განთავსებულია 7-დუიამიანი ინსტრუმენტების კლასტერი და 13-დუიმიანი დისპლეი (ორივე მათგანი წყალგამძლეა IP68 სტანდარტის შესაბამისად).

image.png



 

590 ცხენის ძალის სიმძლავრის ფონზე ცოტა თუ დაუთმობს დიდ ყურადღებას დისპლეის უდაბნოში მოგზაურობის დროს. Nikola აცხადებს, რომ ხსენებულ მანქანას შეუძლია 0-დან 60 მილი სიჩქარე განავითაროს 4 წამში. ელექტრომობილი შეძლებს 150 მილის გავლას ერთ დატენვაზე 125 კილოვატიანი ბატარეის წყალობით. ასევე, მანქანას შეუძლია გამოსაბმელი ბაგირით („ბუქსირით“) გაწიოს 3 ათასი ფუნტი ტვირთი (დაახლოებით 1,360 კგ) და ნახევარი საათი გაძლოს ერთ მეტრამდე წყალში. 

image.png

 

არსებობს რამოდენიმე ეჭვი, განსაკუთრებით ბატარეის კუთხით. როგორც ცნობილია, Tesla-ს ყველაზე ძვირადღირებულ მოდელებშიც კი განთავსებულია 100 კილოვატიანი აკუმულატორები, სხვა ელექტრომობილებში კი – მასზე ნაკლები სიმძლავრის. როგორ აპირებს Nikola ასეთი სიმძლავრის ბატარეის განთავსებას პატარა კოლოფში ჯერჯერობით უცნობია და წარმოუდგენელი. ასეთი მაღალი ფასი, მანქანის დიდი წონა (5250 ფუნტი) და გამოსვლის თარიღად 2021 წელი – გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი თამამი გადაწყვეტილების სანდოობას ხაზს უსვამს ის, რომ ღონისძიებაზე Nikola-ს ელექტრომობილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. კომპანია ასევე მუშაობს off-road ელექტრომანქანის ვერსიაზეც, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის იქნება ხელსაყრელი. ელექტრომობილის კონსტრუქციის შემუშავებაზე უამრავი ენერგია დაიხარჯა. 

ელექტრომობილთან დაკავშირებით მიიჩნევა, რომ მთავარ ბარიერს მისი ფასი წარმოადგენს, თუმცა ეს მანქანა გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. 

image.png

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button