Hi-Techახალი ამბებიმეცნიერება

Microsoft-მა დააპატენტა გარდაცვლილი ადამიანების ვირტუალური კლონების შექმნის ტექნოლოგია

Microsoft-მა დააპატენტა გარდაცვლილი ადამიანების კლონირების იდეა. ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს ადამიანის კომუნიკაციის მანერას, ხასიათს, ხმას და შეიძენს მის იერსახეს.

პატენტის სახელწოდებაა “Creating a Conversational Chatbot of a Specific Pers” და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამკვეთმა კომპანიას გადასცეს ინფორმაცია ადამიანის შესახებ: მიმოწერები, ხმოვანი შეტყობინებები, პირადი ჩანაწერები, ფოტოები, ხელოვნური ინტელექტი კი მათ გააანალიზებს, შეისწავლის და მოახდენს პიროვნების კოპირებას.

კომპანია ასევე გეგმავს მომხმარებლის გარეგნობის შექმნას მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი პირის ფოტოსურათების საფუძველზე. ეს იქნება ერთგვარი რობოტი, რომელიც ასახავს მისთვის გადაცემულ პიროვნებას.

დაპატენტებული ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას Microsoft-ის მიერ გარდაცვლილი ადამიანის ციფრული კლონის შესაქმნელად, ასეთმა სერვისებმა შეიძლება პოპულარობა მოიპოვონ მომავალში.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ პატენტია, ანუ ასეთი პროექტის განხორციელებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ Microsoft-ს დაგეგმილი აქვს გარდაცვლილი ადამიანების “კლონირება”, საოცარია, რადგან მსგავს რამეს მხოლოდ ტელევიზორში, სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ვხედავდით. ამჟამად კომპანიების ხედვა სცდება ფანტასტი მწერლების ჩანაფიქრებს – არის თუ არა მსგავსი რამ პროგრესის მაჩვენებელი?

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button