ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიინტერნეტი / სოც მედია

მესინჯერ Signal-ის ბეტა-ვერსიაში დაემატა MobileCoin კრიპტოვალუტის მხარდაჭერა

კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულმა მესინჯერ Signal-მა გამოუშვა აპლიკაციის ბეტა-ვერსია MobileCoin (MOB) კრიპტოვალუტის მხარდაჭერით. ოფცია Signal Payments ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებისთვის.

image.png

Signal-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ მონაცემები ნაშთების, გარიგების ისტორიის ან თავად თანხების შესახებ. დეველოპერებმა დაამატეს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია აქტივების გატანა მესამე მხარის სერვისებში. 

ჯერ კიდევ 27 მარტს MobileCoin იყიდებოდა 7 აშშ დოლარის ფარგლებში – სტატიის მომზადების დროს მისი ფასი 66 აშშ დოლარს შეადგენდა. 

image.png

MOB/USD Stablecoin-ის დღიური გრაფიკი. წყარო: FTX/TradingView. 

Signal-ში კრიპტო გადახდების ტესტირების შესახებ პირველად იანვრის ბოლოს გახდა ცნობილი. იმ დროს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი თანამშრომელი უკმაყოფილო იყო კრიპტოვალუტების ინტეგრაციით – მათი აზრით, ეს ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობს მარეგულირებლისა და არაკეთილსინდისიერი პირების მხრიდან. 

WhatsApp-ის გამოყენების პირობებში ცვლილებების შემდეგ Signal-ის მომხმარებელთა ბაზა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მას მხარი დაუჭირა ილონ მასკმა. 

მარტის შუა რიცხვებში Signal-მა კრიპტოვალუტებში შემოწირულობების მიღება დაიწყო და ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მარკ ცუკერბერგიც კი იყენებს მას. Facebook-ის 533 მლნ მომხმარებლის გაჟონილ მონაცემებს შორის სოციალური ქსელის დამფუძნებლის ტელეფონი Signal-ში აღმოაჩინეს. 

image.png

მკვლევარმა დეივ უოლკერმა ამის შესახებ ირონიულად დაწერა: 

„მარკ ცუკერბერგი პატივს სცემს თავის კონფიდენციალურობას და იყენებს მესინჯერს საბოლოო შიფრირებით, რომელსაც Facebook არ ფლობს“. 

2018 წელს MobileCoin-ის გუნდმა მოიზიდა 30 მლნ აშშ დოლარი დაფინანსების რაუნდში, რომელსაც Binance ხელმძღვანელობდა. პროექტის დამფუძნებლებს შორის ირიცხებოდა Signal-ის შემქმნელი მოქსი მარლინსპაიკი. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში პაველ დუროვმა გამოაცხადა Telegram Open Network (TON) პროექტის დახურვა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიასთან კონფლიქტის ფონზე. საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი იმედოვნებდა, რომ კრიპტოვალუტა Gram ინტეგრირებული იქნებოდა Telegram მესინჯერში, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლდა. 

Facebook-ის პროექტმა Libra-მ და მისმა პარტნიორებმა ასევე განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მარეგულირებლის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ და მოხდა რებრენდინგი. ამჟამად მას Diem ეწოდება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button